ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-02, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 13 » შეჯიბრება პროგრამირებაში ვეკუას თასზე ტრადიციული ხდება
შეჯიბრება პროგრამირებაში ვეკუას თასზე ტრადიციული ხდება
3:57 PM

სამშაბათს, 22 მაისს, 15:00-ზე ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სარაჯიშვილის სახელობის აუდიტორიაში თსუ-ს სტუდენტთა თვიმმართველობა აწყობს შეხვედრას პროგრამირებაში ვეკუას თასზე პირველი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილეებთან, სპონსორებთან და ორგანიზატორებთან. შეხვედრაზე მოწვეულია მასმედიის საშუალებათა წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრა ეძღვნება ვეკუას თასის შედეგებს.
ვეკუას თასის ფარგლებში ჩატარდა 4 კონტესტი. აქედან 2 (პირადი და გუნდური) დასწრებული, რომელიც პარალელურად ბათუმში და ნოვოსიბირსკში მიმდინარეობდა, ხოლო კიდევ ორი (ასევე პირადი და გუნდური) კი ონლაინ-რეჟიმში ინტერნეტით.
პირად დასწრებულ და ინტერნეტ-შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა შესაბამისად 55-მა და 78-მა პროგრამისტმა, ხოლო გუნდურ დასწრებულ და დაუსწრებელ შეჯიბრებებში დაფისირდა შესაბამისად 28 და 126 გუნდი. მონაწილეთა შორის იყვნენ რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, საქართველოს, ყაზახეთის, ლატვიის, ბულგარეთის წარმომადგენლები, მათ შორის მრავლად - მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სხვადასხვა წლების მედალოსნები, სტუდენტთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის პრიზიორები, თოპ კოდერის უმაღლესი რანგის რეიტინგის მფლობელები.
სულ ნომინირებული იყო დასწრებული კონტესტების 12 ინდივიდუალური მონაწილე და 12 გუნდი. შეჯიბრების დონისა და დაძაბულობის თაობაზე წარმოდგენის მისაღებად საკმარისია ითქვას, რომ გასული წლის შედეგების მიხედვით მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტად აღიარებულმა, თოპ კოდერის პირველი რეიტინგის მფლობელმა, მსუ-ს სტუდენტმა, პეტრე მიტრიჩევმა პერსონალურ ინტერნეტ-ტურნირში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა - მას გაასწრეს მსუ-ს სტუდენტმა, ეგორ კულიკოვმა და თსუ-ს სტუდენტმა, ერთადერთმა მონაწილემ, რომელმაც ყველა ამოცანა ამოხსნა, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილმა. პირად დასწრებულ კონტესტში მხოლოდ 22-ე ადგილზე გავიდა მსუ-ს სტუდენტი პავლე ნალივაიკო - ძალიან გამოცდილი მონაწილე, რომელიც თავის დროზე ფლობდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულებს, ხოლო ამჟამად არის რუსეთის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრზიორი. დასრებულ გუნდურ შეჯიბრებაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა - მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა.
ვეკუას თასის პირველი მფლობელი გახდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შემადგენლობით - ეგორ კულიკოვი, მიხეილ ლევინი და პავლე ნალივაიკო - წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და რუსეთის ჩემპიონი. მეორე ადგილზე გავიდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე გუნდი, ხოლო მესამეზე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი გუნდი. პირად შეჯიბრებაში გაიმარჯვა ეგორ კულიკოვმა, მეორე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი (თსუ), ხოლო მესამეზე კი მიხეილ ლევინი (მსუ). ნომინანტებს შორის აღმოჩნდა თსუ-ს 3 გუნდი და ასევე 3 ინდივიდუალური მონაწილე - ეს თსუ-ს სტუდენტთა უდავოდ დიდი წარმატებაა.
აღსანიშნავია, რომ ვეკუას თასის ინტერნეტ-კონტესტის შემდეგ ვადაზე ადრე პირველი ადგილი გაინაღდა მსუ-ს ღია თასში მოსწავლეთა ჭრილში საქართველო მოსწავლეთა გუნდმა შემადგენლობით - რატი გელაშვილი (თბილისი, დემირელის კოლეჯი), დავით თვალჭრელიძე და გიორგი ნადირაძე (ორივე ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა). იმავე თასში ასევ ვადაზე ადრე პირველი ადგილი გაინაღდა სამხრეთ კავკასიის ჭრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა შემადგენლობით - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშილი, დავით რაჭველიშვილი.
შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ:
ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი,
მ.ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
შ.რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაცია

შეჯიბრების გენერალური სპონსორი იყო შპს ”მაგთიკომი”,
ოქროს სპონსორი იყო სს ”საქართველოს ბანკი”,
მხარდამჭერი სპონსორი კი ავისააგენტო ”ტრანსავია”.

შეჯიბრების საორგანიზაციო კომიტეტი ემადლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ ბელა წიფურიას, ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.

გადაწყდა, რომ შეჯიბრება პროგრამირებაში ვეკუას თასზე გახდება ტრადიციული.

(ინფორმაცია მოგვაწოდა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეს-სამსახურმა)


ნანახია: 1131 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz