ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 6:01 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » თსუ-ის ფეხბურთელთა ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
თსუ-ის ფეხბურთელთა ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
4:48 PM
სპორტული თამაშები საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა დასვენების წყარო იყოს, ზოგისთვის გართობის, ხოლო ზოგისთვის კი შეიძლება პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი, მაგრამ საბოლოოდ ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ სპორტი ყველაზე აზარტული სფეროა და მასში შეიძლება სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ჩაერთოს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლას ცხოვრების ჯანსაღი წესიც შეუხამეს და სწორედ ერთი თვის უკან უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ფეხბურთის ნაკრები, რომელმაც დაარსებიდან ასე მოკლე დროში მოასწრო მონაწილეობა მიეღო თბილისის მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრში და საკმაოდ წარმატებითაც, რადგან 22 მაისს ჩატარებულ ფინალში თსუ-ის საფეხბურთო ნაკრებმა 8:3 დაამარცხა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდი. ფეხბურთელთა საკმაოდ დამაჯერებელ გამარჯვებას უერთდება `ახალგაზრდა იურისტიც~ და საფეხბურთო ნაკრებს წარმატებებს უსურვებს სპორტულ ასპარეზზე.
უნივერსიტეტში ბოლო დროინდელ სპორტულ წინსვლებზე თსუ-ის თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ხარჭავანიძემ გააკეთა კომენტარი:
ირაკლი ხარჭავანიძე: ბიჭების ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, უკვე დიდი წარმატებაა. დღეს უნივერსიტეტს ჰყავს ისეთი გუნდი, როგორიც ადრე არასდროს ჰყოლია. დამეთანხმებით, რომ ასე მოკლე დროში ჩამოყალიბებული გუნდის ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება უკვე წინსვლაა. უნდა ითქვას, რომ უნივერსიტეტში არის იმის პირობები, რომ უნივერსიტეტის მასშტაბით ნებისმიერმა სტუდენტმა ივარჯიშოს იმ ტრენაჟორებზე, რომელიც ადრე ფასიანი იყო, მაგრამ დღეს უფასოა. კვირაში 3-ჯერ ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია საკუთარი ძალები მოსინჯოს სპორტში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მივმართეთ განცხადებით ადმინისტრაციას, რომ დღეს არსებული სპორტული დარბაზები აღდგეს და გახდეს ხარისხიანი სპორტული ინვენტარით აღჭურვილი. რაზეც პირობა მივიღეთ, რომ უახლოეს მომავალში დარბაზების პრობლემაც მოგვარდება.
_ ფეხბურთის გარდა, ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე სპორტის სხვა სფეროშიც?
_ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ შიდა ჩემპიონატი კალათბურთში. ასევე ძალიან მალე იქნება ტურნირი ტენისში და ვაჟთა შეჯიბრი ჭადრაკში. ახლო მომავალში იგეგმება `ნატახტარის~ საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობა. საბოლოოდ კი ჩვენი მიზანია საქართველოს მინი საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, გამარჯვება. ახალგაზრდების სპორტული ცხოვრებით დაკავებას მხარს უჭერს ჩვენი რექტორი ბატონი გიორგი ხუბუა და მთელი ადმინისტრაცია. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მხარდაჭერას და კიდევ უფრო დავხვეწთ და წინ წავწევთ სპორტულ ცხოვრებას ახალგაზრდებში.
ნანახია: 853 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz