ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-02, 9:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » აპრილი » 14 » უახლოეს მომავალში უნივერსიტეტს ეყოლება ფრენბურთის ქალთა და ვაჟთა, ხოლო ფეხბურთის – ქალთა გუნდები.
უახლოეს მომავალში უნივერსიტეტს ეყოლება ფრენბურთის ქალთა და ვაჟთა, ხოლო ფეხბურთის – ქალთა გუნდები.
4:54 PM
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის "სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი" გეგმავს მნიშვნელოვანი რეფორმები გაატაროს და საინტერესო სიახლეები დანერგოს სპორტის სფეროში. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტს ეყოლება ფრენბურთის ქალთა და ვაჟთა, ხოლო ფეხბურთის – ქალთა გუნდები. თსუ-ს მეორე კორპუსში ფუნქციონირებს სატრენაჟორო დარბაზი, სადაც უფასოდ შეუძლია ივარჯიშოს ნებისმიერ მსურველს. სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტი მიზნად ისახავს სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და ხელს უწყობს რაც შეიძლება მეტ ადამიანს აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებსა და ტურნირებში. მათი ეგიდით იმართება "2007წლის სტუდენტური თვითმმართველობის თასი" ფეხბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და სულ 64 გუნდი ასპარეზობს, მათ შორის არიან სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები.

ტურნირთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა `სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის" თავმჯდომარე ირაკლი ხარჭავანიძემ: "ჩვენი მიზანია რეორგანიზაცია მოვახდინოთ სპორტის ყველა სფეროში. ამჟამად თსუ-ს ჰყავს კარგად მომზადებული საფეხბურთო გუნდი. ისინი სისტემატიურად ვარჯიშობენ და წარმატებით ასპარეზობენ შეჯიბრებებში. ჩვენი ორგანიზებით იმართება "2007წლის სტუდენტური თვითმმართველობის თასიც". თამაშები ოლიმპიური სისტემით ტარდება, რაც გულისხმობს იმას, რომ წაგებული ეთიშება თამაშს. სიახლეა ის, რომ ტურნირი საწევროს გარეშე ტარდება. საპრიზო ფონდი პირველ ადგილზე გასული გუნდისთვის შეადგენს 500 ლარს, ხოლო მეორე ადგილზე გასულს 200 ლარს გადასცემენ. ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება ასევე გამარჯვებული ნომინაციებში: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და საუკეთესო ბომბარდირი.

"ახალგაზრდა იურისტი” წარმატებას უსურვებს გუნდებს და დასკვნითი მატჩის შედეგებს მოგაწვდით უახლოეს მომავალში.
ნანახია: 1048 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz