კანის
მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მუნგიუს
ფილმს „ოთხი თვე სამი კვირა და ორი დღე“ ერგო, მეორე საპატიო ადგილი წილად
ხვდა იაპონელი რეჟისორის, ნაომი კავასეს ფილმს „დილის ტყე“.
საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ჟიურიმ რუსი მსახიობი კონსტანტინ ლავრონენკო
დაასახელა, პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი, კორეელ
მსახიობს, ჩონ დე ენის გადაეცა, ფილმისთვის „საიდუმლო შუქი“, საუკეთესო
რეჟისორად ჯულიან შნაიბელი აღიარეს სურათისთვის „ჩაფხუტი და პეპელა"
ინფორმაცია გამოყენებულია ტელეკომპანია "იმედის” საიტიდან. სტილი დაცულია.