დღეს ცნობილ საკურორტო ქალაქ კანში საიუბილეო კინოფესტივალი გაიხსნა. კანი
2007 წელს მე-60 საიუბილეო ჩვენებას მასპინძლობს. დღეს ქალაქი მსოფლიოს
ყველა ქვეყნიდან ცნობილ თუ უცნობ მსახიობებს, კინორეჟისორებს,
კრიტიკოსებსა თუ უბრალო კინომოყვარულებს უმასპინძლ;ებს. დილიდან მსოფლიო
მას-მედიის ყურადღება სწორედ კანისკენაა მიპყრობილი. კინოპესტივალის
ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ მე-60 საიუბილეო ფესტივალი
განსაკუთრებული იქნება. საიუბილეო ფესტივალზე მიწვეულნი არიან ალენ დელონი
და ამერიკელი კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე. ვრცელდება ცნობა იმასთან
დაკავშირებით, რომ კანში ჩასვლას აპირებს სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი
ლეგენდარული მომღერალი როკ-ჯგუფ "იუთუს” სოლისტი ბინოც. კანში ჩავლენ ბრედ
პიტი, ჯონ კლუნი, ლენ ბარკინი, ალ პაჩინო და სხვები.
ფესტივალის საიუბილეო წელს, ოქროს პალმის მოსაპოვებლად 22 კინოფილმი
იბრძოლებს. ამ ფილმებს შორისაა: დევიდ ფინჩრის "ზოდიაქო” და ცნობილი
რეჟისორების ტარანტინოს, კუსტურიცას, სენტისა და ძმები კოენების ფილმები.
ფესტივალზე მიღებული გადაწყვეტილებით, კონკურსგარეშე ნაჩვენები იქნება
"ოუშენის 13 მეგობარი.” კანის ფესტივალი 27 მაისამდე გაგრძელდება.