საფრანგეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საფრანგეთის საარჩევნო კომისიამ გვიან
ღამით გამოაყვეყნა. მოსახლეობამ ხმათა 53%-ით `მემარჯვენე ცენტრისტთა”
ლიდერი, ჟაკ შირაკის მთავრობის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა
სარკოზი აირჩია. საფრანგეთში გუშინ გვიან ღამემდე გრძელდებოდა მოსახლეობის
ზეიმი, თუმცა არჩევნების შედეგებს ექსესების გარეშე არ ჩაუვლია.
ბასტილიის მოედანზე შეკრებილმა ათასობით ემიგრანტმა ქვები და
ცეცხლმოკდებული ბოთლები დაუშინეს პოლიციას. პოლიციამ მათ წინააღმდეგ
ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებისას დაშავდა 10
ადამიანი, ხოლო 20 დემონსტარნტი პოლიციამ დააპატიმრა.
ნიკოლა სარკოზს გამარჯვება მიულოცა კონკურენტმა "სოციალისტური პარტიის”
ლიდერმა სეგოლენ რუალიმ. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 47% მიიღო.