მთავარი » 2008»აპრილი»15 » თსუ-ში ახალი სტუდენტური მოძრაობა ,,ლიდერი” ჩამოყალიბდა
თსუ-ში ახალი სტუდენტური მოძრაობა ,,ლიდერი” ჩამოყალიბდა
2:40 PM
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი
სტუდენტური მოძრაობა - ,,ლიდერი” ჩამოყალიბდა. სტუდენტური მოძრაობა,
ძირითადად, თსუ-ის ჰუმანიტარულ ფაკულტეტის სტუდენტებზეა ორიენტირებული,
თუმცა მისი დამფუძნებლები, სამომავლოდ თსუ-ის სხვა ფაკულტეტებზეც აპირებენ
ორგანიზაციის დანაყოფების ჩამოყალიბებას. ჩვენ "ლიდერის” თავმჯდომარე
გიორგი კეპაშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც სრულად ჩამოგვიყალიბა
ორგანიზაციის სტრუქტურა და მიზნები. თავად გიორგიც ჰუმანიტარული
ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი 1988 წელს ქალაქ თბილისში
დაიბადა, 2006 წელს კი თსუ-ში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, არაბისტიკის
განხრით ჩაირიცხა. - გიორგი, რატომ გადაწყვიტე არაბულის შესწავლა?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მიზიდავს ენების შესწავლა და ბავშვობიდან მინდოდა არაბული შემესწავალა.
- რაც შეეხება ორგანიზაცია "ლიდერს,” ვისი იდეა იყო მისი ჩამოყალიბება ?
- ორგანიზაცია ,,ლიდერის,, ჩამოყალიბების იდეა მე მეკუთვნის. ეს მას
შემდეგ დამებადა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და დავინახე რეალურად,
თუ რა კეთდებოდა სტუდენტებისთვის. - რას გულისხმობ?
- ჩემი აზრით უნივერსიტეტში არ ხორციელდება ისეთი პროექტები, რაც
სტუდენტებს აინტერესებთ. იდეა დამებადა მას შემდეგ, რაც თავად ვერ
განვახორციელე ერთ-ერთი პროექტი. - როგორც ვიცით, ორგანიზაცია ახალი ჩამოყალიბებულია, რა სტადიაზე იმყოფება იგი?
- ამჟამად ვართ 5 დამფუძნებელი სექტემბრიდან კი უფრო აქტიურად ავმოქმედდებით. - უახლოვეს მომავალში თუ გეგმავთ რაიმე ღონისძიების ჩატარებას?
- დიახ, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ექსკურსიის ჩატარებას, ხოლო მომავალში
ძირითადად ტრენინგების ჩატარებას ვაპირებთ. აგრეთვე გვინდა სტუდენტების
წაყვანა მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ადგილში. - რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას?
- დაფინანსებას ვეცდებით საერთასორისო ორგანიზაციებისგან მივიღოთ. - გმადლობთ საუბრისათვის.