14
ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის
ბაღში თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამართა საქველმოქმედო
აქცია-გამოფენა-გაყიდვა, სადაც გამოიფინა სტუდენტების ნამუშევრები,
ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, აქსესუარები.და მიეძღვნა აჭარაში,
ფერიის მთაზე, ვანდალურად დანგრეული ეკლესიის მშენებლობის აღდგენას. დაიდა
შესაწირი ყუთი. მხატვარი ზალიკო სულაკაური აქციის მიმდინარეობის დროს
ასრულებდა ნამუშევრებს. პროექტი თსუ სტუდენტურმა თვითმმართველობა
განახორციელა ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის
ლოცვა-კურთხევით. სტუდენტები აქციიდან რამდენიმე დღეში შემოსული თანხით
შეიძენენ ხატს და აჭარაში ჩააბრძანებენ.