მთავარი » 2008»აპრილი»15 » უნივერსიტეტში "შემოქმედ მოსწავლეთა ფესტივალი” გაიხსნა
უნივერსიტეტში "შემოქმედ მოსწავლეთა ფესტივალი” გაიხსნა
2:42 PM
1
ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სტუდენტური თვითმმართველობის
კულტურის დეპარტამენტის ინიციატივით, გაიხსნა ,,შემოქმედ მოსწავლეთა
ფესტივალი". ფესტივალის ფარგლებში 8 ივნისს უნივერსიტეტს არასამთავრობო
ორგანიზაცია ფონდ ,,პირველი ნაბიჯის" პატრონაჟით ბავშვთა სოფლის
უნარშეზღუდული აღსაზრდელები ესტუმრნენ. მათ თსუ კულტურის და ხელოვნების
ცენტრის საგამოფენო დარბაზში თავიანთი ნახატების და ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა მოაწყვეს. ბავშვები დამთვალიერებლების მიმართ დიდ სითბოსა და
ყურადღებას გამოხატავდნენ და მნახველებიც იმავე გრძნობით პასუხობდნენ მათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. მოსწავლეთა და ბავშვთა
ღონისძიებები აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება.