თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის
დეპარტამენტის ინიციატივით, 2007 წლის 17 იანვარს თსუ-ის კულტურისა და
ხელოვნების ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტო-კონკურსი
სახელწოდებით "კადრი 25" ფოტო-კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ
თბილისში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები. ამ კონკურსის
ორგანიზატორ მაიკო კილაძის თქმით: კონკურსში წარმოდგენოილი იყო 300
ფოტოსურათი, საიდანაც ჟიურიმ 25 საუკეთესო კადრი აარჩია. საუკეთესო
ფოტოები გამოფენილი იქნა საგამოფენო დარბაზში და 17 იანვარსავე მოცემული
ფოტოებიდან ჟიურიმ გამოავლინა 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი. გამოვლინდა
აგრეთვე ფოტო - `მაყურებლის სიმპათია.” ჟიურს წარმოადგენდა ჟურნალ `ცხელი
შოკოლადის” სამი ფოტოგრაფი. ფოტოს შეფასება მხოლოდ ვიზიალურად არ
მომხდარა, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა ფოტოს შინაარსა და მის ღრმა
ემოციურობას. კონკურში I ადგილი წილად ხვდა კადრს #24 ფოტოთი:
`ჰიპები,” რომლის ავტორია ალექსანდრე ნებულიშვილი, თსუ-ის სოციალურ და
პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; II ადგილი დაიკავა კადრმა #23, ავტორი
თაკო ბენიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პაკულტეტი, ხოლო
III ადგილზე გავიდა კადრი #3, ავტორი მარიამ გაბათაშვილი, თსუ-ის სოციალურ
და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსელი.
`მაყურებლის სიმპათია” გახდა კადრი #23, ავტორი თაკო ბენიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
გამარჯვებულებს კომპანია "roniko"-საგან გადაეცათ პიზები (სათვალეები),
მათ შეუძლიათ ისარგებლონ fotocentre-1 30%-იანი ფასდაკლებით. კონკურსზე
ცნობილი გახდა, რომ პირველ სამ ადგილზე გამარჯვებული ფოტოები
გამოქვეყნდება ჟურნალ `ცხელი შოკოლადის” თებერვლის თვის ნომერში.