მთავარი » 2008»აპრილი»17 » „მუზა“ – ახალი მუსიკალური რადიოსადგური საქართველოში
„მუზა“ – ახალი მუსიკალური რადიოსადგური საქართველოში
5:38 PM
კლასიკური მუსიკის ქართულმა რადიოსადგურმა “მუზა” მაუწყებლობა უკვე
დაიწყო. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გურანდა
ღოღობერიძემ განაცხადა, „მუზა“ პირველი და ერთადერთი რადიოსადგურია
საქართველოში, სადაც 24 საათის განმავლობაში მხოლოდ კლასიკური მუსიკა
აჟღერდება. “მუზა” 95.9 ტალღაზე გადის. ივლისის ბოლომდე მაუწყებლობა
მხოლოდ თბილისზე გავრცელდება, აგვისტოდან კი მთელ საქართველოს დაფარავს.
რადიოსადგურის ჩამოყალიბების ინიციატივა საქართველოს პირველ ლედის სანდრა
ელისაბედ რულოვსს ეკუთვნის. „მუზას“ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა სამმა
ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ მიიღო. რადიოს ახალგაზრდა ქართველ წამყვანთა
ჯგუფს პროფესიული ტრენინგები ჰოლანდიური კლასიკური რადიო
„კონცერტზენდერი“-ს წარმომადგენლობამ ჩაუტარა. „გარდა იმისა, რომ „მუზა“-ს
ეთერით უმაღლესი ხარისხის ჩანაწერები იტრიალებს, ჩვენ თავად ჩავწერთ
კონცერტებს გამოჩენილ ქართველ და უცხოელ მუსიკოსთა მონაწილეობით.
კლასიკური მუსიკის გარდა, რადიოსადგურის ეთერი ქართულ ხალხურ მუსიკას
დაეთმობა“, - აღნიშნა ღოღობერიძემ.