ფესტივალ „არტ გენის“ ფარგლებში ვაჟაობას ზეიმობენ. ჩარგალში ფოლკლორის
შემსრულებელთა კონკურსი და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა
გაიმართება.
ტატამზე გავლენ ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები ძიუდოში ზაზა
კედელაშვილი, ზურაბ ზვიადაური და რამაზ ნოზაძე. ჩარგალში გაიმართება
ტრადიციული დოღიც და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული
ფილმების რეტროსპექტივა.
ვაჟაობის დღესასწაული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისა და ფოლკლორული ანსამბლების მონწილეობით გამართული გალა კონცერტი დაასრულებს.