ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა. არის თუ არა
იგი ადამიანის მიერ შექმნილი მეორე სამყარო?…არის თუ არა ადამიანი
შემოქმედი? შემოქმედი უფლის ხატად და მსგავსად.
ადამიანი მართლაც შემოქმედია, მაგრამ ყველა როდი ქმნის სრულყოფილებას? ნამდვილი შემოქმედობა მხოლოდ სრულყოფილების ხვედრია.
ნათქვამია: მხატვრობაში დიდი ფული ტრიალებსო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ
ეს მართლაც ასეა. ცნობილი მხატვრების სურათები აუქციონზე მილიონებად
იყიდება. ამიტომ გასაკვირი არც ის უნდა იყოს, რომ ზოგიერთმა
არაკეთილსინდისიერმა მხატვარმა ყალბი სურათების შექმნა გადაწყვიტა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სურათებით მოვაჭრე ჰოლანდიელი ჰან ვან
მეხერენი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას ბრალად ედებოდა ნაცისტებისთვის
XVII საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის, იან ვერმეერის ძვირად შეფასებული
სურათის მიყიდვა.
სასამართლოზე, ყველასათვის მოულოდნელად, მან განაცხადა, რომ სურათი თავად
დახატა. სასამართლოზე ჰან ვან მეხერენმა განაცხადა: “გუშინ ეს სურათი
მილიონები ღირდა, მის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ, დღეს კი
სრულად გაუფასურებულა.და მის სანახავად ქუჩის მეორე მხრიდანაც კი არავინ
გადმოვა. თუმცა თავად ეს სურათი არ შეცვლილა. მაშ რა შეიცვალა?”
ამის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ეს თავად მისი დახატული ქმნილება
იყო.ამის დასადასტურებლად მან კიდევ ერთი ვერმეერის სურათი
შექმნა.მოწმეების თვალწინ და მას ორი თვე მოანდომა.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სურათებით მოვაჭრე წლების მანძილზე
აყალიბებდა სურათებს. ექსპერტების მოსატყუებლად კი მეჩვიდმეტე საუკუნის
ნამდვილ ტილოებს იყენებდა. საღებავებს კი ძველი პიგმენტების დაკვირვებით
შესწავლის საფუძველზე ამზადებდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ის ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო. მის
ყალბ სურათებს კი უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ვიდრე სიმართლე
გაირკვეოდა.
საბოლოოდ სასამართლომ ვან მეხერენს ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდება
მოუხსნა, თუმცა ყალბი სურათების შექმნისთვის პატიმრობა მაინც მიუსაჯა.
იმის საშიშროება, რომ სურათი გაყალბებულია, დღესაც არსებობს. ამიტომ
კოლექციონერები იმის დასადგენად, ესა თუ ის სურათი ორიგინალია თუ ასლი,
მხოლოდ სურათს კი არ ამიწმებენ, არამედ მის ისტირიას, ანუ
`წარმომავლობასაც,” რაც გულისხმობს ინფორმაციას ყველა წინა მფლობელის
შესახებ.
ხშირად გამყალბებლები სხვების მიბაძვით იწყებენ, შემდეგ კი თავად ცნობილები ხდებიან.