მთავარი » 2008»აპრილი»17 » საქართველოს ეკლესია მათთვის შენობის გადაცემის მომხრეა
საქართველოს ეკლესია მათთვის შენობის გადაცემის მომხრეა
2:35 PM
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია
მეორის პირადმა მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა მეცხრე
საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის გადაცემასთან
დაკავშირებით.
ბოტკოველის თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ შენობა, რომელშიც სამლოცველოა განთავსებული, საპატრიარქოს კუთვნილებაში უნდა იყოს.