1 ივნისი, 2007 ოთხ და ხუთ ივნისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო
თეატრში კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
კონცერტის სახელწოდებაა „მეც გავხდი ჭაღარა“ და მასში ოთხი თაობის
მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.
საიუბილეო კონცერტისთვის საგანგებოდ დაიწერა სიმღერა „ტიტების“ ახალი
ვერსიაც და მას ის მომღერლები შეასრულებენ, რომლებიც „ტიტებს“ 18 წლის
წინათ მღეროდნენ.