საქართველოს განათლების სამინისტროს ინიციატივით
შეიქმნება ალტერნატიული სკოლები, ანუ ისეთი სკოლები, სადაც იქნება უფრო
მკაცრი შიდა რეჟიმი.
როგორც ცნობილია, სამინისტრომ
წარმოადგინა მოსწავლეთა ქცევის კოდექსი და სწორედ ამ კოდექსის პუნქტების
დარღვევისთვის - რაც მოიცავს: მკვლელობის მცდელობას, მასწავლებლის,
მოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას, ცივი
იარაღის ტარებას, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას და ტარებას -
შესაძლოა მოსწავლეები გადაიყვანონ ალტერნატიულ სკოლებში.
სამინისტროს მიერ ინიცირებული წინადადებით, ალტერნატიულ სკოლაში
გადაყვანის შემედეგ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდიალური პედაგოგი და
ფსიქოლოგი ეყოლება; სწავლის ხანგრძლივობას კი ფსიქოლოგთა კონსილიუმი
განსაზღვრავს.
მოსწავლეებს
სხვადასხვა შეხედულება აქვთ სამინისტროს ინიციატივაზე, ნაწილი ეთანხმება
სამინისტროს პოლიტიკას, ხოლო ნაწილი ამ წინადადების წინააღმდეგია.
|