მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების შესახებ საინფორმაციო
ბუკლეტებს ერთი დღით ადრე მეტროში მიიღებს. ხვალიდან მეტროპოლიტენითა და
ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა 0.40 ლარი ეღირება.
რაც
შეეხება შეღავათებს, არ გაუქმდება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაში 0.10 ლარი გადაიხდის. აბონემენტით
სარგებლობის შემთხვევაში კი მგზავრობა 0.20 ლარი ეღირება. ამასთან მეტროს
ახალი ფერის ჟეტონი აქვს - წითელი ცისფერმა შეცვალა.