მთავარი » 2008»აპრილი»22 » საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურით წარიმართა
საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურით წარიმართა
2:43 PM
ხმაურით წარიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
პარლამენტი სასამართლო დარბაზში ფოტო და ვიდეო გადაღებების აკრძალვის შესახებ ინიციატივაზე მუშაობას იწყებს.
საერთო სასამართლოს შესახებ კანონი წინა კვირას კენჭისყრაზე ჩავარდა,
შესაბამისად, რეგლამენტის მიხედვით ახალი კანონპროექტის შემუშავება გახდა
საჭირო.
ცვლილებების თანახმად, სასამართლო დარბაზებში მხოლოდ ფოტო და ვიდეო
გადაღებები აიკრძალება, აუდიო და სტენოგრაფიული ჩანაწერის გაკეთება კი
შესაძლებელი იქნება.
ოპოზიცია ამ პროექტს მხარს არ უჭერს. მათი თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში დემოკრატია დასამარდება.