ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ოთხშაბათი, 2024-05-08, 4:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 17 » აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია
აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია
5:04 PM

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად, უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, აივ/შიდსს მიიჩნევს. საქართველოში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელების დინამიკა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. სულ რეგისტრირებულია 1582 შემთხვევა, აქედან შიდსი 650 განუვითარდა, ხოლო 340 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ექიმები ამბობენ, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საგანგაშო მდგომარეობაა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4000 უნდა აღემატებოდეს. ინფიცირებულები გაუმჟღავნებლად ტოვებენ თავიანთ სტატუსს, რადგანაც სახეზეა დისკრიმინაცია – ადამიანის ან ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისადმი უსამართლო მოპყრობა მათი ვითომდა უარყოფითი თვისებების გამო. ადამიანთა დესტიგმატიზაციის პროცესი: საზოგადოებრივი მსჯელობა, საყოველთაო ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების დასახვაა. სწორედ აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია იყო სემინარის თემა, რომელიც ერთობლივად მოამზადეს საზოგადოებრივმა გაერთიანება `ბემონის” და ასოციაცია `თანადგომამ.” ფსიქოლოგებმა: მაია ჯავახიშვილმა და მაია ჯიბუტმა ამომწურავად ისაუბრეს პრობლემის შესახებ და საკითხის ყველა ასპექტი განიხილეს.
სად არის გამოსავალი?
სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება დემოკრატიულ იდეას უნდა ეფუძნებოდეს, რომლის მთავარი სოციალური მოვლენა, ყველგან და ყოველთვის, ადამიანია. სამართლიანი სახელმწიფო სოციალურ თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, რომლის პირდაპირი მოვალეობაცაა ამა თუ იმ სოციალური ჯგუფების ინტერესების დაცვა და პროგრამირება. სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ ტენდენციებს წარმოაჩენს, სტიმულს აძლევს ან პირიქით, თავისი უმოქმედობით რაიმე პროცესის უარყოფით მხარედ გვევლინება. საქართველოში, ამ მხრივ, სავალალო მდგომარეობა გვაქვს. პრობლემა, რომელიც დღესდღეობით, ქართულ საზოგადოებას ასე აწუხებს, სახელმწიფო ინდეფერენტული დამოკიდებულებით უყურებს. აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია საგანგაშო რეალობას გვიჩვენებს. საქართველოში, ადამიანის იმუნურ დეფიციტის ვირუსით, ბოლო მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებული 1582 ადამიანია. საზოგადოების ამ ნაწილს, თანადგომის ნაცვლად, აქვს განცდა, რომ ერთნაირად აღმოჩნდნენ გაუცხოებული, როგორც სახელმწიფოს, ასევე მთლიანი საზოგადოების მხრიდან. მიზეზი რამდენიმე კატეგორიად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთავარი პრობლემა, მაინც ის სოციალური მდგომარეობაა, რომელიც ტრადიციული და სტერეოტიპული საზოგადოება ქმნის – მას შეიძლება ვუწოდოთ სტიგმა, სტიგმა, რომელიც განიხილება ადამიანის ისეთ მახასიათებელ ნიშნად, რომელიც მის ირგვლივ მყოფებთ მნიშვნელოვან დისკრედიტაციას უკეთებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საზოგადოებრივი ფუნქცია, თუნდაც ერთი ასეთი ადამიანის ბედის განსაზღვრისათვის, უაღრესად მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, მაგრამ ნიჰილისტური დამოკიდებულება პრობლემის გადაჭრის რეალურ შესაძლებლობას ვერ სახავს. გულგრილი საზოგადოების სამართლიან პოზიციაზე ყოფნა არამარტო კოლექტიური ცნობიერების საკითხი უნდა იყოს, არამედ ამ პრობლემის მოწესრიგებისათვის ძალისხმევა სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობად უნდა იქცეს, რადგანაც სახელმწიფო საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, იმპერატიულ როლს თამაშობს. როგორია ქართული სინამდვილე ამ მხრივ? სამწუხაროდ, პრობლემისადმი სახელმწიფო ხელისუფლება საზოგადოების მსგავსად, გულგრილია. მეტიც, შეიძლება იგი მთავარი დამნაშავის სტატუსში მოვიაზროთ, რადგანაც დამნაშავეა არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის. სახელმწიფოსთვის მთავარი საკითხი, საზოგადოების ამ ნაწილის რესოციალიზაცია უნდა იყოს. ასეთი ადამიანებისათვის სამართლებრივი დაცვის შემდეგი მექანიზმები აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული: უფლება არადისკრიმინაციულ მიდგომაზე, უფლება სიცოცხლესა და დაცულობაზე, არაჰუმანური და უხეში მდგომარეობისგან დაცვა, პირადი ცხოვრების უფლება, განათლების, სოციალური უზრუნველყოფის, დახმარების, თავშესაფრის მოძებნისა და მიღების, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, სხვა. ასეთ მიდგომას გადაუდებლად სახავს ვანკუვერის (კანადა) 1996 წლის დეკლარაცია, მიღებული შიდსის XI საერთაშორისო კონფერენციაზე და მას `აივ/შიდსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებები” ეწოდება. ჩვენში, ეს მოთხოვნები, ფაქტობრივად, ქვეყნის უმაღლესი კანონის - კონსტიტუციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ რამდენად სრულდება, საკითხავია. მთავრობა არამხოლოდ იცავს და ასრულებს შიგა ეროვნულ სამართლებრივ ნორმატივებს, არამედ უგულვებელყოფს პრობლემის მოსაწესრიგებლად შემუშავებულ საერთაშორისო ნორმებსაც. ფაქტი ჯიუტია: არ არსებობს სახელმწიფო სპეციალური პროგრამა, არ არსებობს კონცეფცია, რის შემდგომაც საზოგადოება შეთანხმდებოდა ქცევის იმ წესებზე, რითაც თავიდან იქნება აცილებული დისკრიმინაცია, სტიგმა, ხოლო ასეთი საზოგადოებრივი ცნობიერების უკუგდება შედეგად მოიტანდა მსგავსი ადამიანებისთვის პრობლემის შემსუბუქებას. სამწუხაროდ, არ არსებობს არც საკანონმდებლო ნება შეიქმნას და დამკვიდრებული იქნეს ლიბერალური ნორმატივები, რომელსაც სავალდებულოდ გაიხდიდა მთლიანი საზოგადოება. შედეგად, ჩვენი მხრიდან იმუნურ დეპიციტით დაავადებული ადამიანების დაუცველობა, საზოგადოებაში მთავარ პრობლემას ისევ ტოვებს არა აივ/ინფექციას, არამედ თავად ადამიანს, რომლის ბრალეულობაც ნამდვილად არ არის ის, რომ ასეთი სტატუსით სარგებლობს. სახელმწიფოა ვალდებული გააერთიანოს საზოგადოება და შექმნას კომლექსური პროგრამა, რითაც დახმარებას გაუწევს საზოგადოების ამ ნაწილს და იმუნურ-დეპიციტის მატარებელი ადამიანები თავს იგრძნობენ სრულყოფილ წევრებად. წილის წილ: `ჩვენ ერთი გუნდი ვართ!”


ნანახია: 1146 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz