ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-05-07, 9:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 17 » გიორგი ავალიანი: პოლიტიკაში ჯერ არ მივდივარ
გიორგი ავალიანი: პოლიტიკაში ჯერ არ მივდივარ
5:09 PM


თსუ-ის პირველი სტუდენტური თვითმმართველობა თავის მოღვაწეობას ასრულებს. თანამდებობას ტოვებს თვითმმართველობის პირველი თავმჯდომარე გიორგი ავალიანიც. `თსუ თიმეს” გიორგი ავალიანს დაუკავშირდა და განვლილ ორწლიანი მოღვაწეობის შეფასებასთან ერთად, სადღეისოდ აქტუალურ რამდენიმე საკითხზეც გაესაუბრა.
გ. ა: 2006 წლის 17 მაისის თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოში, სტუდენტური თვითმმართველობის ფორმირების პირველი პრეცენდენტი იყო. მანამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საუნივერსიტეტო სტუდენტური ორგანიზაციების კულტურა არ არსებობდა. მე ვთვლი, რომ სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ორგანიზაცია, შედგა. ამ პერიოდის მანძილზე, უამრავი საუნივერსიტეტო ღონისძიება ჩატარდა და დღესაც ტარდება, სადაც, ფაქტობრივად, ყველა ფაკულტეტის სტუდენტი იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. მთავარია, ამ დროის მანძილზე, თითქმის ყველა სტუდენტური ინიციატივა მხარდაჭერილ იქნა. ჩვენ არცერთი საინტერესო სტუდენტური პროექტი და იდეა არ დაგვიტოვებია ყურადრების გარეშე.
თ.თ: სტუდენტური თვითმმართველობის პოლიტიკურად ანგაჟირების შესახებ რას იტყოდით? ეს ხომ სტუდენტური თვითმმართველობის რეგლამენტირებულ საქმიანობას სცილდებოდა?
გ. ა: ამ ტიპის კრიტიკას, ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ყოველთვის ჰქონდა ადგილი. საწყენია ეს გაუთავებელი ბრალდებები, მაგრამ არაუშავს, შეჩვეული ვარ. ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რა გავაკეთეთ სტუდენტებისთვის ამ დროის მონაკვეთში მე და ჩემმა მეგობრებმა. თქვენ, ჩვენი პოლიტიკური აქტიურობის ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მე გახლდით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელი, რაც მთელმა საზოგადოებამ იცის და ყველასათვის ისედაც ცნობილია, რომ მას შემდეგ, მე წამოვედი თსუ-ის თვითმმართველობიდან, რადგამ მიმაჩნია, რომ უნივერსიტეტისგან პოლიტიკა შორს უნდა იდგეს .
თ.თ: შენ რომ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ყოფილიყავი, ჩათვლიდი თვითმმართველობას პოლიტიკურად ანგაჟირებულად?
გ.ა: საქართველოში, ოპოზიციაში ყოფნისას, თითქმის სტანდარტად იქცა კონკურენტის გაუთავებელი შეურაცხყოფა, უპასუხისმგებლო ბრალდებები, ლანძღვა და არა-კრიტიკა. სამწუხაროდ, მთელი ორი წლის განმავლობაში, ისინი კი არ გვაკრიტიკებენ, რაც ჩვენთვისაც მისაღები იქნებოდა და სასარგებლო, არამედ-გვლანძღავდნენ. მე, ალბათ, გავაკრიტიკებდი, ნაკლზე მივუთითებდი, არგუმენტებსა და ფაქტებს დავუპირისპირებდი და მოგონილ ჭორებს არ გავავრცელებდი.
თ.თ: რატომ მოხდა ისე, რომ თვითმმართველობები სტუდენტობაში გარკვეულ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან ასოცირდება?
გ.ა: ალბათ, იმიტომ, რომ უნივერსიტეტები და სტუდენტობა, უხსოვარი დროიდან, პოლიტიკური პარტიებისთვის, ყოველთვის საინტერესო თემა გახლავთ. ისინი კარგად ათვითცნობიერებენ, თუ რა შეუძლია ერთ მუჭად შეკრულ სტუდენტობას. შესაბამისად, ცდილობენ, გავლენა ჰქონდეთ მათზე, გარკვეული დასაყრდენი გაიჩინონ. სხვათაშორის, არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები `ნადირობენ” სტუდენტებზე, არამედ-სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებიც.
თ.თ: ასევე, თქვენი მოღვაწეობის დროს, სერიოზული ბრალდებები ისმოდა თვითმმართველობის ბიუჯეტთან დაკავშირებთ. თქვენი უფლებამოსილების ბოლო ეტაპზე ბიუჯეტი მთლიანად დაიხარჯა?
გ.ა: ყბადაღებული ბიუჯეტის თემა ახლაც აქტუალურია, ბიუჯეტი არ დახარჯულა და ეს ყველას კარგად მოეხსენება. ეს ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. ხაზს ვუსვამ, ხელმისაწვდომი და საჯარო. ყველას შეუძლია, გამოითხოვოს და გადაამოწმოს. ამასთან, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ სტუდენტები არ ხარჯავენ ფულს. თვითმმართველობა აყალიბებს ღონისძიებებს, პრიორიტეტებს, კონკრეტული პროექტის ფინანსურ მომსახურეობას კი უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტი უზრუნველყოფს. ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას, მხოლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახორციელებს. შესაბამისად, არ მესმის, რაზეა ლაპარაკი. სტუდენტებს ფულთან შეხება არ აქვთ!
თ.თ: არჩევნებში გყავდათ თქვენი ფავორიტი?
გ.ა: დიახ, ჩემი ორგანიზაცია ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობა” უკვე ჩამოყალიბდა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის კანდიადატზე. ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობა” ჩემი და თორნიკე ხუციშვილის დაფუძნებული სტუდენტური ორგანიზაციაა, ორგანიზაცია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში, შექმნა ახალი საუნივერსიტეტო სტუდენტური რეალობა. ახლა უბრალოდ იქ ჩემი მეგობრები გააგრძელებენ საქმიანობას. ეს კანონზომიერია, როდესღაც ასე უნდა მომხდარიყო. არჩევნებზე ჩვენი კანდიდატი იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი გიორგი შამათავა იყო. გიორგის დიდი ხანია, ვიცნობ. ის ჩემი ახლო მეგობარია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ისაა, რომ მას საუნივერსიტეტო საზოგადოებაც იცნობს. აქტიურია, ცოცხალი, კარგად იცის, რა სჭირდებათ სტუდენტებს. ამ კანდიდატურაზე ჩამოყალიბებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, დანარჩენს კი დრო დაგვანახებს.
იმედი მაქვს დამარცხებული ორგანიზაციები ეჭვქვეშ არ დააყენებენ აჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს.
თ.თ: ხომ არ არის რაიმე ისეთი საკითხი, რაზეც ორი წლის მანძილზე არ საუბრობდი, მაგრამ ახლა, როცა თქვენი, როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება, გინდათ, რომ ამ საკითხს ფარდა აეხადოს?
გ.ა: ჩემთვის დახურული თემები არ არსებობს.
თ.თ: თქვენ დღეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობთ. აქტიური სტუდენტური ცხოვრების შემდეგ, პოლიტიკაში ხომ არ აპირებ წასვლას?
გ.ა: გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე - არა.
თ.თ: და ბოლოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ გიორგი ავალიანი მხოლოდ, ფორმალურად აღარ იქნება თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი?
გ.ა: სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვიქნები ჩემი უნივერისტეტისა და თვითმმართველობის აქტიური გულშემატკივარი.


ნანახია: 1587 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz