ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-05-07, 7:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 17 » ქართული სახელმწიფოს არჩევანი: დემოკრატია ან უარი NATO – ს
ქართული სახელმწიფოს არჩევანი: დემოკრატია ან უარი NATO – ს
5:12 PM
ზინა ჩხაიძე


2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე, საქართველომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, MAP-ი ვერ მიიღო. მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იმედები გაგვიცრუვდა. საქართველომ MAP-ი ვერ მიიღო. მიღებული გადაწყვეტილება შემდეგი სიტყვებით დაასაბუთეს, რომ წევრი ქვეყნები არ არიან წინააღმდეგნი საქართველო მიიღონ ნატოში, მაგრამ ჯერ ეს ნაადრევია, რადგან არის საკითხები, რომლებიც ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, თუ სურს ამ ალიანსის წევრი გახდეს. რა არის `მაპი” და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას საქართველოსთვის?! გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Mემბერსჰიპ Aცტიონ Pლან – MAP) წარმოადგენს დროში გაწერილ რეფორმების გეგმას, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ქვეყანა ხდება ალიანსის წევრი. Aარ არსებობს დადგენილი ვადები, თუ რამდენი ხანი შეიძლება ქვეყანა მოქმედებდეს `მაპის” ფარგლებში, თუმცა, ალბანეთის, ხორვატიისა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის, მაკედონიის შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ქვეყნები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ჩართული MAP-ში, დღეს უკვე ალიანსის წევრობის კანდიდატები არიან. 1999 წელს მაპ-ი გადაეცათ: ალბანეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვის, ლიტვას, მეკედონიას, რუმინეთს და სლოვაკეთს.
მაინც, რას ნიშნავს მაპ-ი და რას გულისხობს იგი? ესაა პროგრამა რჩევების, პრაქტიკული დახმარების შესახებ ქვეყნებისადმი, რომელთაც აქვთ სურვილი შეუერთდნენ ალიანსს. მაპ-ი ადგენს კრიტერიუმებს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა აჩვენოს პროგრესი და განვითარების დონე სამხედრო რეფორმის პროცესში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარების პროცესი. მაპ-ში მონაწილე ქვეყნებმა უნდა მიუსადაგონ სამხედრო ძალები ნატოს სტანდარტებს და დაამტკიცონ, რომ სამხედრო ძალები იმყოფებიან დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. მონაწილე ქვეყნებს მოეთხოვებათ მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ ეთნიკური და ტერიტორიული კონფლიქტიები, დაცული იქნეს ადამიანის უფლებები და ეკონომიკური დამოუკიდებლობა. ასევე, ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ისიც, რომ შიდა კანონდებლობა არ უქმნიდეს დაბრკოლებას მათ თანამშრომლობას ნატოსთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაპ-ის წევრი ქვეყნები იყვნენ არამხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელნი, არამედ მიმწოდებელნიც.
საკითხავია, რა რეფორმები გატარდა საქართველოში იმისათვის, რომ ქვეყანას მაპ-ი მიეღო?
ერთი მხრივ ნატო აღიარებს “ღია კარის” პოლიტიკას, რაც საშუალებას აძლევს ყველა ევროპულ სახელმწიფოს, გახდეს ალიანსის წევრი, მეორე მხრივ, წევრობის მსურველმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს რეფორმები სახელმწიფოებრივი მოწყობის, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებას ეთმობა. თავდაცვის სფეროში ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის დაწესებით დაიწყო. 2007 წელს, თავდაცვის სამინისტრომ, ნატოს წარმომადგენლებთან კონსულტაციაზე დაყრდნობით, წარმოადგინა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, რომელშიც დეტალურადაა განხილული 2015 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. პროგრამის მიხედვით, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის საკვანძო საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტები: 1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; 2. საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და ეროვნული სამხედრო სტრატეგია. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ მიილტვის გახდეს უსაფრთხოების უმაღლესი გარანტიების მქონე ორგანიზაციის წევრი, არამედ თავადაც მონაწილეობს `ნატოს” ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში კოსოვოსა და ავღანეთში. ასევე ე.წ. “კოალიციის” მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. განსაკუთრებულია ყურადღება კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორულ ურთიერთობასთან მიმართებაშიც.
Nმიუხედავად ამისა, მხოლოდ სამხედრო რეფორმა ვერ გახდება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საფუძველი. საქართველოში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც მყისიერ მოწესრიგებას საჭიროებენ. ესაა ქვეყნოის დემოკრატიული განვითარების დონე, ადამიანის უფლებების და და თავისუფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული მინიშნებაც, რომ ნატო დაელოდება საქართველოში დაგეგმილ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ცალსახად მიუთითებს ალიანსის მოთხოვანს დემოკრატიის აუცილებლობაზე, რადგანაც `ნატო” თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს ზნეობრივ-მორალური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რჩეულთა ალიანსია, რომელში გაწევრიანება რამდენადაც რთულია, იმდენად მიმზიდველი და სასარგებლოა. იგი დაინტერესებულია, რომ წევრად მიიღოს ქვეყანა, რომელიც სტაბილური და დემოკრატიული იქნება. Dდემოკრატიული ფასეულობებისადმი პატივისცამა აისახა, როგორც ვაშინგტონის ფუძემდებელ ხელშეკრულებაში, ასევე `ნატოს” მიერ მიღებულ ყველა მომდევნო დოკუმენტში. შესაბამისად, `ნატოს” წევრი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, ადმიანის უფლებების დაცვას, კერძო საკუთრების პატივისცემას, სასამართლო და საარჩევნო სისტემების სამართლიანობას. ნათელია, საქართველომ უნდა დაუმტკიცოს `ნატოს” წევრ ქვეყნებს, რომ აკმაყოფილებს ყველა შესაბამის მოთხოვნას, ამისათვის კი ყველა იმ პოზოტიური ძალის მობილიზებაა საჭირო, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. საქართველოს კი ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.



ნანახია: 2378 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz