ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
სამშაბათი, 2024-05-07, 12:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » მაისი » 17 » დებატები სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატებს შორის
დებატები სტუდენტური თვითმმართველობის კანდიდატებს შორის
5:16 PM
ნინო სხირტლაძე

2008 წლის 6 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების შეხვედრა სტუდენტებთან. აღნიშნული ღონისძიება ,,თოქ-შოუს” ფორმატის იყო და მასში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო კანდიდატები, არამედ დამსწრე საზოგადოებაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეხვედრის ორგანიზატტორი და წამყვანი გახლდათ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ანდრეა ნადირაძე, თავად ღონისძიება კი, სტუდენტური ორგანიზაცია ,,სტუდენტები ადამიანის უფლებებისთვის” - ეგიდით მოეწყო.
აღნიშნული შეხვედრის უმთავრეს მიზანს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პროგრამის საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. ღონისძიება ანდრეა ნადირაძემ გახსნა და თავის მისასალმებელ სატყვაში მოდებატე მხარეებს და დარბაზს ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდა, თუმცა ფაქტია, იქ მყოფთა შორის თითქმის არცერთი გამოირჩეოდა დებატების კულტურის მაღალი დონით. ამაზე მეტყველებს დარბაზში დამსწრეთა ირონიული და ზოგჯერ არაკორექტული ლოზუნგები კანდიდატების მიმართ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარკვეული ჯგუფისგან ანდრეა ნადირაძის მამართაც გაისმა პრეტენზიები და შენიშვნები იმის თაობაზე, რომ დარბაზში სიწყნარე არ იყო დაცული. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძნელია ასეთ სერიოზულ დებატებს გაუძღვე, მითუმეტეს ისეთი დაძაბული ვითარების ფონზე, როცა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დაგროვილი საზოგადოებაში და ხშირ შემთხვევაში, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხს არავინ იძლევა.
თავისი პოროგრამის წარსადგენად კანდიდატთა შორის პირველს სიტყვა იოსებ კენჭაძეს მიეცა. შემდეგი მომხსენებელი ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი ეკა შერაზადიშვილი იყო. მას მოჰყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატები ნოდარ ჩაჩანიძე, გიორგი ნარმანია და დავით ხაჭვანი. აღნიშნული სამი კანდიდატი დებატებში ერთ გუნდად მონაწილეობდა და საარჩევნო პროგრამაც ერთად წარადგინა. ყველაზე ბოლოს სიტყვა ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის,” სახელით მონაწილე კანდიდატთა გუნდს მიეცა.
თითოეული კანდიდატი მაქსიმალურად შეეცადა თავიანთ მიზნებზე, პრიორიტეტებსა და ნოვაციებზე ესაუბრა. ყოველივე ამის შემდეგ ღონისძიება ,თოქ-შოუს ფორმატში გაგრძელდა. თავიდანვე მწვავე კითხვები გაისმა ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” სახელით მონაწილე გუნდის კანდიდატის, კერძოდ, ლაშა მონიავას მიმართ. როგორც გაირკვა. აღნიშნულ პიროვნებას გიორგი ხაჭვანთან გარიგება უცდია, მაგრამ უშედეგოდ. არცერთმა მხარემ ეს ფაქტი არ უარყო. კითხვებს ბრალდებაც მოჰყვა კანდიდატ ეკა შერაზადიშვილის მხრიდან იმის თაოიბაზე, რომ ზემოაღნიშნული გუნდის წევრები წინააღმდეგნი იყვნენ ამავე მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიაზე მისი წაყვანის, რაც ოპონენტებმა უარყვეს. უერყოფილ იქნა ჩაჩანიძე, ხაჭვანი, ნარმანიას მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ კანდიდატებს არათანაბარ პირობებში უწევდათ ყოფნა და აღნიშნულთ არ აძლევდნენ იმის შესაძლებლობას სრულყოფილად ჩაეტარებინათ წინასაარჩევნო აგიტაცია.
ურთიერთდაპირისპირებას ისიც ამწვავებდა, რომ დებატებში აქტიურად ერეოდა ,,ერთიანი სტუდენტური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი შამათავა. ფაქტობრივად, არ დასმულა კითხვა მისი გუნდის მიმართ, რომელზედაც ბატონ გიორგის კომენტარი არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ეკა შერაზადიშვილის კითხვაზე, თუ როგორ გაანაწილებდა ბიუჯეტს თვითმმართველობა, გიორგი შამათავამ გადაწყვიტა თავად გაეცა პასუხი, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა, როგორც კანდიდატების, ისე დამსწრე საზოგადოების მხრიდან. დაფიქსირდა კითხვების კარნახის ფაქტიც, ამან სტუდენტებში უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში წამყვანი, ანდრეა ნადირაძე აღმოჩნდა, რომელსაც ყოიველწუთს უწევდა ჩვენი კანდიდატების დაშოშმინება და არა მარტო მათი.
ამ საათნახევრის განმავლობაში, კანდიდატებმა შეძლეს საზოგადოებისათვის უკეთ დაენახვებინათ იმ პროექტების მნიშვნელობა, რომელთა განხორციელებასაც თვითმმართველობაში მოსვლის შემდეგ გეგმავდნენ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა გაჩნდა, რამაც, ჩვეულებრივ, კამათი გამოიწვია.
დაძაბული კითხვა-პასუხისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზეც კი, ვფიქრობ ნათლად გამოიკვეთა ის ძალა, ვისაც შეუძლია თვითმმართველობის, ცოტა არ იყოს, შერყეული რეპუტაცია აღადგინოს, იფიქროს სტუდენტებზე და უზრუნველყოს მათი წინსვლა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დაბატებმა წარმატებით ჩაიარა, თუ არ გავითვალისწინებთ იმ მცირე კონფლიქტს, რაც კანდიდატებს შორის ღონისძიების დამთავრების შემდეგ მოხდა. (ეს ალბათ ქართული ტემპერამენტის ბრალია)
და ბოლოს, როგორც რიგითმა სტუდენტმა, მინდა მადლობა გადავუხადო ანდრეა ნადირაძეს საინტერესო დებატების ორგანიზებისათვის. ასეთი შეხვედრა თვითმმართველობის არჩევნების პრაქტიკაში, საუნივერსიტეტიო სინამდვილისათვის პირველი იყო. ალბათ, ჩვენში ყოველი ასეთი ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, ხოლო მონაწილეები გამოიმუშავებენ იმის კულტურას, თუ როგორ შეიძლება ეპაექრო განსხავებული აზრის მქომე მხარეს.


ნანახია: 1007 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz