ახალგაზრდული პროექტების განვითარება, დღესდღეობით, სულ უფრო აქტუალური ხდება. ინტერკულტურული პროექტების დღესდღეობით არსებულ ნუსხაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბაქოში ჩატარებული ინტერკულტურული ტრენინგი, რომელსაც აფინანსებს ევროპის ახალგაზრდული ფონდი, ევროპის საკონსულო და აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო. პროექტის სახელწოდებაა: ’’YOUთH BღIDGE თO EUღOPE VIA INთEღჩULთUღAL LEAღNING” და იგი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს უკეთ ისწავლონ პროექტების წერა, მათი შინაარსობლივად დახვეწა და საკუთარი წვლილი შეიტანონ ახალგაზრდული პროექტების განვითარებაში. ასევე, შეეჩვიონ ევროსტანდარტების არაფორმალური სწავლების პრინციპებს და შეძლონ საკუთარი განათლებისა და გამოცდილების პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენება. ტრეინინგი, ასევე მიზნად ისახავდა სხვადასხვა კულტურების გაცნობას, ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ტრეინინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მონაწილეობდა სულ 24 ახალგაზრდა. თანამშრომლობა მონაწილეებს შორის ნამდვილად შედგა და სამომავლოდ იგეგმება ანალოგიური ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაც, სადაც ყველა ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. გაზეთი `ახალგაზრდა იურისტი,” პროექტის ორგანიზატორებთან შეთანხმებით, სტატიას ღონისძიების შესახებ ინგლისურ ენაზე შემოგთავაზებთ, ვინაიდან გაზეთს გაეცნობიან პროექტში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები.ც აღვნიშნავთ, რომ წერილის ავტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, გაზეთ `ახალგაზრდა იურისტის” ყოფილი წევრი ნუკა გაგუა პროექტში საქართველოს წარმოადგენდა. გთავაზობთ სტატიას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას.