მთავარი » 2008»ივლისი»24 » რითი ერთობა და რა პრობლემებია ბსუ-ის სტუდენტებში?!
რითი ერთობა და რა პრობლემებია ბსუ-ის სტუდენტებში?!
2:39 PM
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს არაერთი პრობლემა აქვს, ისევე როგორც ყველა სხვა უმაღლესო სასწავლებლის სტუდენტს, რაც სასწავლო პროცესთან თუ სხვა სტუდენტისთვის აუცილებელ საკითხებთან არის დაკავშირებული. ყველაზე თვალშისაცემი საკითხი, რაც ბსუ-ის დამამთვრებელი კურსის სტუდენტებს აწუხებთ, ეს თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაა, არადა პრაქტიკის გარეშე თეორია რა მოსაწონია?! მიუხედავად ყველაფრისა, თანატოლები მაინც პოულობენ იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტური ცხოვრება ღირსსახსოვარი დღეებით გაამრავალფეროვნონ. გართობა ბსუ-ის სტუდენტებსათვის ინდივიდუალური თემაა. თავისუფალ დროს ყველა თავისებურად იყენებს ხოლმე. ჩვენც სტუდენტებს გავესაუბრეთ. კითხვაზე: `რითი ერთობით და რა პრობლემები გაქვთ?” ასე გვპასუხობდნენ ნინო ქათამაძე, ფინანსები და საბანკო საქმე. 1V კურსი: ჩვენთვის მთავარი პრობლემა პრაქტიკის უქონლობაა. რატომღაც ბევრს მიაჩნია, რომ სტუდენტმა თვითონ უნდა ეძებოს ადგილი, თუ სად გაიაროს პრაქტიკა. ჩვენ ამასაც კი ვაკეთებთ, მაგრამ ჯერჯრობით უშედეგოდ. ჩვენი გართობაც ჩვეულებრივია. ბონდო თედორაძე, სამართლისმცოდნეობის სპეციალობის 1V კურსი: გართობის მხვრივ ჩვენ ვერაფრით ერთობით. ამ მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობს. მართალია, ხანდეხან კი ტარდება სპორტული შეჯიბრებები, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ მას სისტემატური ხასიათი მიეცემა, ჩატარდება ამხანაგური შეხვედრები ფეხბურთში სხვა სასწავლებლების სტუდენტებს შორის. გარდა ამისა, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რითაც გაერთობოდა სტუდენტობა. რაც შეეხება პრობლემას, როგორც ყველა ჩემი მეგობარი, მეც პრაქტიკების უქონლობას მივიჩნევ, რადგან სტუდენტს უნივერსიტეტმა უნდა მისცეს პრაქტიკული შესაძლებლობაც. გარდა ამისა, არსებობს სხვა პრობლემებიც, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს არის მთავარი. სოფიო მოწყობილი, სამართლისმცოდნეობის სპეციალობის 1V კურსი: გართობით, როგორ არა ვერთობით, დავდივართ კაფეში, თუ კარგი ამინდია, პარკში ან ბულვარში. მართალია, ტარდება რაღაც ღონისძიებები, მაგრამ მის შესახებ ვერ ვგებულობთ, განსაკუთრებით თუ მეორე სმენა ხარ. მაგალითად, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა სახლში მისულს ტელევიზით გამიგია, რომ უნივერსიტეტში ღონისძიებაა ან ვიღაცასთან ყოფილა შეხვედრა. თქვენ გინდათ თქვათ რომ ჩვენს უნივერსიტეტში ინფორმაციული ვაკუმია? დიახ. და ამაზედ უნივერსიტეტმა უნდა იზრუნოს. პრობლემებთნ დაკავშირებით? ჩვენს უნივერსიტეტში მართლაც უმრავი პრობლემაა და მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაა საჭირო, თუნდაც ინფორმაციული ვაკუუმი. ბევრი ღონისძიებებია გასატარებელი სტუდენტთა დასაახლოებლად. რატომღაც მხოლოდ სტუდენტთა ვიწრო წრეა ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დასმულ აქცენტებზე კომენტარი ვთხოვეთ ბსუ-ის თვითმმართველობის თავჯდომარე თამაზ დარჩიძეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არანაირი ინფორმაციული ნაკლებობა არ არსებობს. ამ მხრივ უნივერსიტეტი ყოველნაირად ცდილობს, არ იყოს პრობლემა. საინფორმაციო დაფაზე ვაკეთებთ განცხადებებს, დავდივართ აუდიტორიებში. გარდა ამისა, სტუდენტებს შეუძლიათ მოვიდნენ და თვითმმართველობის კაბინეტში იკითხონ ან უნივერსიტეტის საიტზე გაეცნონ ყველა ინფორმაციას. ყველაფერი სტუდენტურ აქტიურობაზეა დამოკიდებული.