საუნივერსიტეტო სინამდვილეში არსებული სტუდენტური გაზეთები: `ახალგაზრდა იურისტი” და `თსუ თაიმსი” ახალი, 2008-2009 სასწავლო წლის სარედაქციო შემადგენლობის შევსების მიზნით, აცხადებს სტუდენტთა ტრადიციულ მიღებას თსუ-ის იურიდიული, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან. მიიღება იწარმოებს I, II და III კურსის სტუდენტებისათვის. მიღება მოხდება ერთიანი შემოქმედებითი კონკურსის საფუძველზე. მსურველები კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 1 - 17 ოქტომბრის შუალედში, უნდა დარეგისტრირდნენ და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• Cv • სამოტივაციო წერილი • ფოტო 1 ც. (3&4) • პირადობის მოწმობის ასლი
რეგისტრაციის წარმოების ფორმა:
• უფლებამოსილი პირი 893 466988 • გაზეთის ელექტრონული ფოსტა tsu_lawyers@yahoo.com (აქ მოგვაწოდეთ მხოლოდ ცვ და სამოტივაციო წერილი) • გთხოვთ, გარკვევით მიუთითოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი. ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება მოგეწოდოთ შემოქმედებითი კონკურსის განმარტება, პრაქტიკა და ჩვენი საქმიანობის დაწვრილებითი ინფორმაცია.
რედაქცია სარეგისტრაციო ვადის – 9 ოქტომბრის ამოწურვის შემდეგ დაუკავშირდება თითოეულ კონკურსანტს და მიაწვდის ინფორმაციას შემოქმედებითი კონკურსის დანიშვნის შესახებ.
|