ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-02, 11:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » საქართველომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე დაამარცხა
საქართველომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე დაამარცხა
7:42 PM
საქართველოს საკითხი მსოფლიო საზოგადოების მთავარ თემად რჩება. დასავლური მედია-საშუალებები ყოველდღიურად გადასცემენ ამბებს კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ, სადაც საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური კლიმატი აშკარად შეცვალა. ევროპის სწრაფმა გამოხმაურებამ რუსეთის აგრესიის მიმართ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმის აუცილებლობა, რომ საჭიროა ახალი კონცეფცია, ახალი პოლიტიკური ორიენტირი, რითაც რუსეთი შეჩერდება და თავის იპერიულ ზრახვებს უკუაგდებს. ჯერ-ჯერობით, ევროპის მცდელობა რუსეთის `გაკეთილშობილების” შესახებ სურვილად რჩება, თუმცა ევროპული დიპლომატია თავის შედეგს დაგვიანებით იმკის. საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის განცახდებით, რომელიც საქართველოს მეორედ სტუმრობდა, რუსულმა ჯარისკაცებმა საქართველოს მთელი ტერიტორია 15 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. ექსპერტები მიუთითებენ, რომ შესაძლებელია რუსეთმა პირობა არ შეასრულოს. ასეთ პრესპექტივას განიხილავდა თავად საფრანგეთის პრეზიდენტიც, რომელიც თვლის, რომ ამ შემთხვევაში უნდა ამოქმედეს რუსეთის ზეწოლის სხვა ბერკეტები. აშკარაა, რომ საქართველოს საკითხის განხილვა ევროპას რუსეთზე ფრთხილი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მართალია, უკვე დაწყებულია მსჯელობა ალტერნატიული ენერგო სისტემის შექმნის შესახებ, სადაც რუსეთი ვეღარ იქნება `საიმედო პარტნიორი,” მაგრამ ყოველივე ეს დროში გახანგრძლივებული პროცესია და მანამდე პოლიტიკური ვითარება უნდა გაირკვეს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარს უჭერს აშშ-იც, რომლის პოზიციამ იმთავითვე განსაზღვრა რუსული ექსპანსიის ნამდვილი სახე. ამერიკა დაუშვებლად მიიჩნევს `ცივი ომის” პერიოდში დაბრუნებას და რუსეთს გონისერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ასეთივე პათოის ჰქონდა გაეროს ანსამბლეის სდომაზე გამოსულ საქართველოს პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილი თანამეგობრობას კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რომ რუსეთმა საქართველოზე თავდასხმით ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა შეძლო, მაგრამ ქართველი ხალხი არ გატყდა და მტერს ახლა დემოკრატიის ახალი ტალღით უპასუხებს. პრეზიდენტი რუსეთს გაეროს წესდების დაცვისა და პატივისცემისაკენ მოუწოდებს. მართალია, დღეს ბევრი მიუთითებს იმას, რომ ქართული დიპლომატია უძლური აღმოჩნდა ეროვნული ინტერესები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმაზე მეტად დაეცვა, როგორც ამას ევროპელები და ამერიკელები ცდილობენ, მაგრამ დღეს თავად საქართველოს საკითხი და ქართული არგუმენტაცია არის ყველაზე `კარგი” საშუალება, რათა დაუყონებლივ იქნას მიღებული პრევენცია და აკრძალვები რუსული აგრესიის მიმართ. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საკითხიც. ესაა საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ ალიანსში. ნატო-ს გენერალური მდივნის სხეფერის ვიტიტი საქართველოში და საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის ჩამოყალიბება უდავოდ წარმატებულ პოზიციად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა მიიღებს თუ არა დეკემბრის ნატოს სამიტზე ბუქარესტისაგან განსხვავებით ქვეყანა ნატო-სთან ინტენსიური დიალოგის პროგრამას (Mაპ), ჯერ კიდევ გაუკვეველია. დასამალი ნამდვილად არ არის ის გარემოება, რომ საქართველო ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რითაც ამ ალიანსის წევრი შეიძლება გამხდარიყო, მაგრამ იქნება თუ არა ნატო-ს მხრიდან ექსკლუზიური გადაწყვეტილებები კავკასიის რეგიონის ფუნქციიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი. ექსპერტები მიუთითებს, რომ პრესიდენტ სააკაშვილის მიერ გახმოვანებული რეფორმები - `დემოკრატიის ახალი ტალღა” – სწორედ ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის შედეგია. ქვეყანა ასეთივე მნიშვნელობით ელოდება ჟენევის საერთაშოირისო კონფერენციასაც, სადაც საქართველოს საკითხი განიხილება. სავარაუდოდ, ჟენევის შეხვედრაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელიან. ამასთანავე, მნიშვნელოვან თემად რჩება საქართველოს მიერ ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც, სადაც ქართული მხარე დამაჯერებელი არგუმენტაციით წარსდგა და რუსეთის ფედერაცია ქვეყანაში 1992-2008 წლებში წარმოებული ომის გენოციდსა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.  





ნანახია: 948 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz