ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 1:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » ქვეყანას ახალი სამხედრო დოქტრინა ექნება
ქვეყანას ახალი სამხედრო დოქტრინა ექნება
7:44 PM
საქართველო ახალ სამხედრო დოქტრინაზე განაცხადს აკეთებს, სადაც ახალი რეალობიდან გამომდინარე ამომწურავად იქნება საუბარი იმ საფრთხეებზე, რომელიც სამომავლოდ ქვეყანას შეიძლება დაემუქროს. რუსეთის ფაქტორი ამ დოკუმენტში განსაკუთრებულ გათვალისწინებას დაიჭერს, რადგანაც ახლა მეზობელი სახელმწიფო ქვეყნის ოკუპანტად და #1 მტრად არის დასახელებული. 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოჭრის შედეგად, ჩვენი ქვეყანა ჩათრეულ აღმოჩნდა შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის უმთავრეს მიზანს ქართული ტერიტორიული მთლიანობის ექსპანსია წარმოადგენდა. ორ მეზობელს შორის ურთიერთობის ამგვარ უკიდურეს გამწვავებას წინ მრავალი მაპროვოცირებელი ფაქტორი უძღოდა, რაც უმთვრესად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების ღია მხარდაჭერაში ვლინდებოდა. რუსეთი დაუფარავად ამარაგებდა სეპარატისტულ მთავრობებს არამხოლოდ საკუთარი ქვეყნის პასპორტებით, არამედ ეკონომიკურადაც უმართავდა ხელს.
  ომის ძირითდ საბაბად, აგრესორმა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საკუთრი მოქალაქეების დაცვის უზენაესი სურვილი დაასახელა, თუმცაღა მოგვიანებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის, ძარცვისა და მკვლელობის ფაქტებმა ცხადყო, თუ რაოდენ შორს იდგა ამგვარი განცხადება ჭეშარიტებისაგან. 
საომარი ბატალიების დაწყებიდან მეორე დღეს, საინფორმაციო საშუალები, თვდაცვის სამინისტრო, სიამაყით აცხადებდა, რომ ქალაქ ცხინვალის 70%-სა და მის შემოგარენ სოფლებს ქართული არმია სრულად აკონტროლებდა ამგვარი განაცხადი იმდედისმომცემ ნაპერწკალად გადაიქცა კომფლიქტის ზონაში მცხოვრებთათვის, თუმცა საჰაერო თავდასხმების შემდგომ, ქართულმა საჯარისო ნაწილებმა, ჯერ უკანსვლა დაიწყო, საბოლოოდ კი მთლიანად დატოვა კომფლიქტური რეგიონი. დაუცველად დარჩენილი მოსახლება, შეძლებისდაგვარად ტოვებდა საცხოვრებელ სახლებს, ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. გარბოდა ყველა: ქალი, ბავშვი, კაცი თუ ჯარისკაცი, ზონაში დარჩენილი მოხუცები კი წამებისთვის ან სიკვდილისთავის იყვნენ განწირულნი. მალევე ჩაიკეტა არამხოლოდ ქალაქი ცხინვალი, რომელიც როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია აცხადებდა: აღგვილი იყო პირისაგან მიწისა, არამედ ქალაქი გორიც, რომელიც დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის. საჰაერო იერიშების სიმძლავრე ყოველ დღე იზრდებოდა, კასეტური ბომბები მეტწილად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ცვიოდა, თუმცა რუს მოიერიშეებს არც უბრალო მოსახლეობა დავიწყნია. მტრის მიზანს ქართული არმიის სრული განადგურება წარმოადგენდა. გორის სამხედრო ბაზის დაბობვას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალაქში ამ დროს უკვე აღარ პატრულირებდა ქართული პოლიცია, ხალხი სარდაფებს აფარებდა თავს. შემოსული რუსული არმია, გზადაგზა წვავდა და ანადგურებდა არამარტო ქართულ, არამედ ოსურ სოფლებსაც. რუსი ოკუპანტები, რომელმაც დაანახეს მსოფლიოს თავისი ჭეშმარიტი სახე, დაქირავებული ჩეჩენ მებრძოლებთან ერთად მოუპარავს არ ტოვებდნენ არამხოლოდ ძვირფასეულობას, არამედ ნახმარ უნიტაზებს, სარეცხ საშუალებებსა და ტანსაცმელსაც კი. ასე რომ ქართულ ფორმაში გამოწყობილი მტრის ნახვა, რომელსაც ჯიბეს მოპარული ოქროს ჩანგალი უმშვენებდა, აღარავითარ უხერხულობას აღარ ქმნიდა. რუსეთის მთავრობა კი ამ ვითარების ფონზე ამაყად აცხადებდა, რომ საქართველოში არა რეგულარული არმია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო ნაწილები დგანანო. რუსი `სამშვიდობოების," რომელთაც სტაბილურობის შენარჩუნება ევალებათ, გორში, ცხინვალსა და მის მიმდებარე სოფლებში, მათი განლაგების შემდგომ, ადგილი ქონდა ძალადობის უსასტიკეს ფაქტებს: მოხუცების ცემას, ქალების გაუპატიურებასა და მკვლელობას. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა თავდასხმების შიშით ღამეს სასაფლაობსა და ტყეში ათენებდა. ოჯახები, რომელთა წევრები შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ, მიცვალებულთათვის ჯეროვანი პატივის მიგებას ვერ ახერხებდა და კრძალავდა რა მათ საკუთარი სახლის ეზოებსა და სარდაფებში.
  ომის დაწყებით რუსეთმა უარყოდა დაარღვია ყველა საერთაშორისო ხელშეკრუება, დაუწერელი ომის კანონი, რომელსაც ცივილიზებული სამყაროს მიერ არის აღიარებული. რუსეთმა არ დაინდო ისედაც დაუცველი მოსახლეობა, დაბომბა საავადმყოფოები, სადაც არამხოლოდ ქართველ, არამედ რუს სამხედროებსაც უწევდნენ დახმარებას. 
  საქართველოში მიმდინერე პროცესები გულგრილს ვერავის დატოვებდა. აგრესორმა მხარემ, როგორც კომფლიქტური ზონაში, ასევე საქართველოს უმთავრეს ქალაქებში მოახდინა საკუთარი ჯარის ჩაყენება. სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ზემო აფხაზეთი, კოპიტნარი, ჩხოროწყუ, ანაკლია, ჭოღა და სრულიად საქართველო, დაბომბილი და ოკუპირებილი გახდა. ბლოკპოსტები გაიხსნა ყველა ზემოთქმულ რეგიონში, ყველა ქალაქი პირწმინდად გაიძარცვა, დაინაღმა და განადგურდა. ამ მდგომარეობაში, მთელი საქართველო, ცეცხლის ალში გახვეულ ბრძოლოს ველს წააგავდა. ქართული ჯარი კი გაფანტული და დაზარალებული იყო.
  რუსეთის შეოჭრას საქართველოში, უყურადღებოდ არ დარჩენილა მსოფლიოს მხრიდან. ამ მოვლენას უდიდესი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა, ევროპამ მზერა მცირერიცხოვანი საქართველოსაკენ მოაპყრო, რომელიც მეზობელ გიგანტს გმირულად უმკლავდებდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პირადად ჩაერთო კონფლიქტის მოგვარებაში, იკისრა რა მედიატორის როლი რუსეთ საქართველოს შორის. საფრანგეთი-რუსეთის პრეზიდენტებს მიერ მიღწეული 6-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმთავრესი პუნქტი "სამშვიდობო" ძალების პირვანდელი დისლოკაციის ადგილას დაბრუნებას გულისხმობდა, თუმცა უმაღლეს დონეზე მიღწეულ ხელშეკრულებას შესრულება, როგორც ჩანს, არც ახლა უწერია. რუსეთისათვის მორიგი შეთანხმების დარღვევა არც ახლა წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. 
 საქართველოში მიმდინარე მოვლენები გაეროსა და ევროკავშირის საგანგებო სხდომების განიხილეს თემა არაერთხელ გახდა, თუმცაღა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები სიტყვიერი მოლაპარკებითა და მწვავე განცხადებებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა აშკარად მოითხოვდა, სხვა უფრო მკაცრი ზომების გატარებას აგრესორისადმი. მეგობარი ქვეყების, გაეროსა და ევროკავშირის ზეწოლამ რუსეთს მსოფლიოსაგან ნათელი შეტყობინება გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი იგი არ შეწყვეტდა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში საპასუხოდ იზოლაციასა და მძიმე სანქციებს მიიღებადა. ამგვარი განცხადებების ფონზე აგრესორმა კვლავ დაიწყო მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემით მანიპულაცია - გაზმომარაგების თემით სპეკულირება, რითაც სამხედრო კონფლიქტის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანა სცადა. 
  საქართველოში ცეცხლის შეწყვეტისა და სიტუაციის განმუხტვის შემდგომ, როცა შესაძლებელი გახდა მომხდარის გაანალიზება, საომარი ბატალიებზე მსჯელობამ ექსპერტები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველოში ინტერვენცია დიდი ხნით ადრე დაგეგმილ და ზედმიწევნით ზუსტდ განხორციელებულ ოპერაცის წარმოადგენდა. მსოფლიო მედიის საშუალებებმა დამოუკიდებელი გამოძიების წყალობით გამოირკვა, რომ ეს ოპერაცია თებერვლის თვეში დაიგეგმა და სამხედრო ძალების მობილიზაციისთვის სამხედრო წვრთნები `კავკასია 2008" –აც სწორედ ამისთვის ჩატარდა. ამდენად, შემდგომში მედვედევის განცხადებები საომარი მოქმედებები სამარლიანობის აღსადგებნად წამოვიწყეთო, აღარ ჟღერდა ისე ომახიანად როგორც ამას რუსეთის პირველი თუ მეორე პირი პირველხანებში ისურვებდა. 
  რუსეთისათვის, ისევე როგორც საქართველოთვის, მძიმე გახლდათ ომის შედეგები. 16 მილიარდის ზარალი და საერთაშორისო არენაზე შელახული და საქვეყნოდ ლაფდასხმული რეპუტაცია - ეს გახლდათ რუსეთისათვის საქართველოში ინტერვენციის მონაგარი, თუმცაღა არც საქართველოა აღმოჩნდა საიმედო მდგომარეობაში: განადგურებული იმფრასტრუქტურა, გაძარცვული, დამსხვრეული, დანგრეული სამხედრო ბაზები, რომლის მსგავსი, როგორც თავად მთვრალი რუსი სამხედროები აღნიშნავენ, არასოდეს უნახავთ, რომელთან შედარებით, ისინი, როგორც ბომჟები, ისე ცხოვრობენ. ათასობით დევნილი და მილიონობით ზარალი - ასეთია სასტიკი რეალობა. მოყენებული ზიანის აღდგენისათვის, ამერიკის კონგრესმა 52 მილიონი გამოგვიყო, რაც ნაწილობრივ მაინც დაფარავს ზარალს. ადამიანთა დაუნდობელი გაჟლეტის შემდგომ, რა გასაკვირია, რომ რუსეთმა ეკოციდიც მოგვიწყო და ჩვენი საამაყო ბუნება გაგვინადგურა, მაგრამ არაფერია იმაზე დიდი უბედურება, რასაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა ჰქვია. დღეს ჩვენ დავკარგეთ ზემო აფხაზეთი, შიდა ქართლის ნაწილი, დაღუპულია უამრავი ადამიანი. რა მოხდა აგვისტოში?ეს არის ის ერთადერთი კითხვა, რომელზედაც პასუხს ასე ელოდება ჩვენი საზოგადოება. პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება, მაგრამ ნაკლებად არის იმის ნდობა, რომ ეს კომისია სიმართლეს გვეტყვის, არადა გამოსაძიებელია ყველაფერი, თუნდაც ის საკითხი, რატომ მოხდა რეზერვისტების ასე არაორგანიზებულად მიშვება ბრძოლის ველთან. მაშინ, როცა საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ რეზერვის ინსტიტუტი სრული კრახით დამთავრდა, ეს ორმაგად საყურადღებო საკითხი უნდა იყოს, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება, ქართველი ბიჭების მიმართ ვინ დაუშვა გულგრილი და არაორგანიზებული დამოკიდებულება?! ნუთუ რეზერვში დახარჯული მილიონები, რომელიც თითოეული ქართველის ჯიბიდან მოდიოდა, იმისთვის გავიღეთ, რომ ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი მტრის პირისპირ უმისამართოდ დაგვეყენებია?! ჯერ-ჯერობით, საზოგადოებას დასჯილი არავინ უნახავს. არავინ უნახავს, არც რეზერვისტების მისამართით დაშვებული შეცდომების გამო და ზოგადად დაშვებული შეცდომების გამოც. როგორც ჩანს, სერიოზული გადაწყვეტილებები ქვეყნის მთავარსარდალს ჯერ კიდევ წინ აქვს და ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხაზზეა უფრო მეტი საბრძოლველი. ცხადია,ყველაფერი გასაგებია, საზოგადოებაც კონსოლიდირებულია და გაგებით ხვდება, რა პროცესებიც არსებობს, მაგრამ ეს არ არის შესაძლებლობა ჩვენ თუნდაც `პასიურად გამარჯვებულ” ქვეყნად მოგვქონდეს თავი. ეს, უბრალოდ, რომ ვთქვათ სიბეცეა და შეურაცხყოფა იმ დაღუპული ადამიანებისა და მათი ოჯახებისა (მთლიანი საზოგადოების!), რომლებმაც თავი საქაღთველოს ერთიანობასა და თავისუფლებას ანაცვლეს. 
  


ნანახია: 1164 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz