ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ხუთშაბათი, 2024-05-02, 7:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ოქტომბერი » 23 » ბათუმის ყველა წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია ექნება
ბათუმის ყველა წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია ექნება
7:49 PM
29 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი მასპინძლობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მიხეილ მახარაძეს და აჭარის განათლების მინისტრს, მათე ტაკიძეს. სტუმრები დაესწრნენ უნივერსიტეტის რექტორისა და სტუდენტების შეხვედრას, სადაც საუბარი იყო მიმდინარე რეფორმებზე. ახალი სასწავლო წლიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელობითი სტიპენდიების დაწესებასთან ერთად, შენარჩუნდება მოქმედი სტიპენდიები, გარდა ამისა სტუდენტთა შეფასების სისტემა გამყარდა და ნაწილობრივ შეიცვალა. რეფორმა შეეხო სწავლის საფასურის დაფარვასთან დაკავშირებულ დადგენილ ვადებსაც. სწავლის საფასურის დაფარვის ვადები საგრძნობლად შემცირდა, თუ ადრე ეს ვადა ერთ სემესტრს შეადგენდა, სტუდენტებს ახლა მხოლოდ ერთი თვე ეძლევათ თანხის დასაფარავად. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე და მომავალ რეფორმების, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული გეგმების შესახებ ვესაუბრეთ უნივერსიტეტის რექტორს ალიოშა ბაკურიძეს: ”საორგანიზაციო თვალთახედვით რეფორმები უკე დამთავრებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ საკანონმდებლო ბაზა შექმნილია, ყველა სტრუქტურას თავისი ვადა გააჩნია, სასწავლო პროცესის რეგულაციისათვის და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის ყველა ნორმატიული აქტი განხილული და დამტკიცებულია, სტრუქტურები მეტ-ნაკლებად გამართული და ჩამოყალიბებულია. მალე მუშაობას შეუდგება ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ცენტრი, იგი იმუშავებს დეპარტამენტებთან ერთად და უკვე პირველი სემესტრის ბოლოს გამოცდები ჩატარდება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. გარკვეულია სტიპენდიების საკითხიც, ყველა წარჩინებულ სტუდენტს ექნება სტიპენდია. რაც შეეხება სახელობით სტიპენდიებს, გამოცხადდება კონკურსი და სწავლაში და მეცნიერებაში წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში.” 
 ახალი სასწავლო წელი აღსანიშნავია არამარტო რეფორმებით, არამედ იმითაც, რომ ბათუმის უნივერსიტეტში წელს თითქმის ყველა მსურველი ჩაირიცხა (1125 აბიტურიენტი). მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ გასართობად მოვიდნენ და ისეთებიც, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს ბედი და მხოლოდ ახლა მიაღწიეს დასახულ მიზანს. იმედია ახალბედა სტუდენტებში რამდენიმე, მომავალი პროფესიონალი მაინც იმალება... 
  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. თუმცა მოქმედი თვითმმართველობის თავმჯდომარე, თამაზ დარჩიძე კვლავ აქტიურად ღებულობს მონაწილეობას სტუდენტური პროექტების განხორციელებაში. თამაზ დარჩიძე: “ახალ სასწავლო წელს სტუდენტური თვითმმართველობა აქტიურად იქნება ჩაბმული “საზოგადოებრივი წიანააღმდეგობის კომიტეტში”, რომელიც მიზნად ისახავს მშვიბიანი ღონისძიებებითა და პროექტებით სტუდენტ-ახალგაზრდობის ჩართვა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, ამ გაერთიანების წევრები დახმარებას გაუწევენ ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და გორის სტუდენტურ თვითმმართველობას. გარდა ამისა 2008 წლის ნოემბერში ჩვენთან ჩატარდება სტუდენტური თვითთმართველობის რიგით მეორე არჩევნები. რაც შეეხება სხვა გეგმებს, ამას განსაზღვრავს მომავალი სტუდენტური თვითთმართველობა” 
 იმედია ეს წელი წარმატებული იქნება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის და რეფორმებიც სრულიად გაამართლებს ჩვენს მოლოდინს. ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ, როგორც სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. 


ნანახია: 963 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz