ბათუმში სტუდენტობა წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება
7:50 PM
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა რუსული ოკუპაციისადმი მიმართული წინააღმდეგობის საზოგადოებრივი კომიტეტი, რომლის მთავარი მიზანია ,,მშვიდობიანი ღონისძიებებითა და პროექტებით სტუდენტ-ახალგაზრდობის ჩართვა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ”. ამ გაერთიანების წევრები დახმარებას გაუწევენ აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულ მოსახლეობას და გორის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. ქ. ბათუმის სტუდენტურ-ახალგაზრდული წინააღმდეგობის კომიტეტის დაფუძნებლების დამაგვირგვინებელ ნაწილს წარმოადგენდა ერთბლივი დეკლარაციის ხელმოწერა, რომელსაც ხელი რსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტურ თვითმმართველობის, დემოკრატიის ინსტიტუტის, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ,,ახალი ძალის” თავმჯდომარეებმა, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თამჯდომარის მ/შ, ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის და ანტიკორუფციული საბჭოს წარმომადგენლებმა მოაწერეს. კომიტეტის სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტურ თვითმმართველობათა ფორუმი.