მთავარი » 2008»ოქტომბერი»23 » ბათუმის სტუდენტები ახალი თვითმმართველობისაგან უფრო მეტს მოითხოვენ
ბათუმის სტუდენტები ახალი თვითმმართველობისაგან უფრო მეტს მოითხოვენ
7:52 PM
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც სტუდენტურ ორგანიზაციათაგან ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა, ახალი სასწავლო წლიდან, ახალი ძალებით შევსებისათვის ემზადება. შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური თვითმმართველობა 2006 წელს აირჩიეს. თვითმმართველობის პირველმა თავმჯდომარემ ლაშა ბაჟუნაიშვილმა უფლებამოსილების შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგა. სრულიად გამოუცდლმა და ახალბედა თვითმმართველობის წევრებმა, როგორც იტყვიან ,,შეუძლებელი შეძლეს”. დააფინანსეს უამრავი საინტერესო პროექტი, მათ შორის სტუდენტთა ინიციატივები, მივლინებები და უამრავი კულტურული ღონისძიება. თვითმმართველობის დახმარებით გამოიცა უსინათლო პოეტ ჯონი მაჭარაშვილის ლექსების კრებული, `მან-სან კანის” უამრავი გამოსვლა, სამკურნალო სპეციალობის 15 სტუდენტმა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში პრაქტიკა გაიარა თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში. გარდა ამისა, თვითმმართველობა ეწეოდა კულტურულ საქმიანობას: იყო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ ,,მე ადამიანი”-ის მხარდამჭერი, 3-4 აპრილს თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა აქცია, რომელიც აპროტესტებდა აფხაზეთის არალეგიტიმური და სეპარატისტული პარლამენტის არჩევნებს, 28 აპრილს მონაწილეობდა აქციაში ენგურის ხიდზე, 3 ნოემბერს უზრუნველყო სტუდენტების ჩაყვანა ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, განახორციელა უამრავი ანტინარკოტიკული აქცია და სხვა უამრავი პროექტი. 2008 წლის იანვარში თვითმმართველობის თავმჯდომარის ვადამდე ადრე გადადგომის შემდეგ ჩატარდა თვითმმართველობის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები, სადაც ახალ თავმჯდომარედ თამაზ დარჩიძე აირჩიეს. ახალი თავმჯდომარის ინიციატივით, თვითმმართველობას სტრუქტურული რეორგანიზაცია ჩაუტარდა. განხორციელდა უამრავი სტუდენტური პროექტი: დაფინანსდა სტუდენტური გაზეთები ,,ლაბირინთი” და ,,სტუდ-ნეწს”, ჟურნალი ,,ფოკუს+”, კახაბერ როდინაძის წიგნი ,,აშშ-ს სახელმწიფო (კონსტიტუციური) სამართალი”, გაკეთდა საგაზეთო ჩანართი ,,ტსუ ტიმეს”-ში, დაფინანსდა უამრავი კონფერენცია და ღონისძიება. მიუხედავად თვითმმართველობის ნაყოფიერი მოღვაწეობისა, სტუდენტების ნაწილი მათი მუშაობით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ თვითმმართველობა უფრო მძლავრი ორგანოა და გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, თუმცა არ ან ვერ აკეთებს. როგორი იქნება მომავალი თვითმმართველობა და მოიპოვებს თუ არა იგი სტუდენტთა ნდობას, ამას დრო გვიჩვენებს... თუმცა ერთი უცვლელი რჩება - შეუძლებელია ყველა კმყოფილი დარჩეს.