ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
შაბათი, 2024-05-04, 0:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » საიდან იწყება საეკლესიო გალობა და როგორია ქართული სინამდვილე?
საიდან იწყება საეკლესიო გალობა და როგორია ქართული სინამდვილე?
1:43 PM
გალობა, პოეზიისა და ფერწერის მსგავსად, საღმრთო ლიტურგიის ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია. საგალობელს, მუსიკალური ბგერებით შემკულ ხატსაც კი უწოდებენ. გადმოცემით, პირველი ქრისტიანული საგალობელი დედამიწაზე ანგელოზებმა შობის ღამეს ჩამოიტანეს. წმ. იოანე ოქროპირი წერს, რომ გალობა _ ზეცისა და მიწის ბინადართა ერთობლივი ჰარმონიული დღესასწაულია.” ცაში ანგელოზები გალობენ, მიწაზე ხალხი და ორივე ხმა ღვთის სადიდებლად ერწყმის ერთმანეთს.”
Gგალობასა და საზოგადოდ მუსიკას, განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ახალაღთქმამდელ ეკლესიაშიც. ძველი აღთქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მუსიკალური საკრავების, როკვის და გალობის თანხლებით მიმდინარეობდა, მაგრამ ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩამოყალიბების პირველივე ეტაპზე, კანონიკური თვალსაზრისით, გაიმიჯნა ინსტრუმენტული და ვოკალური მუსიკა. მუსიკალური ინსტრუმენტები, როგორც წარმართული კულტის გადმონაშთი, თანდათან განიდევნა ღვთისმსახურებიდან.
Qქრისტიანული საგალობელი ქრისტეშობიდან პირველ საუკუნეებში იმპროვიზაციულად ვითარდება. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული კანონიკური სისტემა, რომელიც საგალობლის, როგორც საეკლესიო დოგმატური მოვლენის, კომპოზიციური განვითარების საკითხებს განსაზღვრავდა. თუმცა I-II საუკუნეებში იქმნებოდა საგალობლების მუსიკალური ვარიანტები, რომლებსაც თავიდან ებრაული, შემდგომ კი ელინისტური კვალი გასდევდა. სწორედ ამიტომ, III საუკუნეში აუცილებლობა დადგა იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო საეკლესიო მუსიკის შექმნის და შესრულების თავისებურებები.
საუკუნეების მანძილზე ერეტიკოსები ცდილობდნენ ეკლესიის წიაღში შეღწევას, მათი მიზანი საეკლესიო ჰანგების გაუკუღმართებაც გახლდათ. სწორედ ამ საკითხს ეხება VI მსოფლიო საეკლესიო კრების 75-ე კანონი, რომელშიც დოგმატურ ჭრილში განიხილეს საეკლესიო კანონიკური გალობის შექმნა.
Aამიტომ უძველესი დროიდან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ საეკლესიო საგალობლის შექმნას. ქრისტიანული საგალობელი სუბიექტური განცდის გარეშე იწერებოდა.
  ქართული კანონიკური საეკლესიო გალობა
 IV საუკუნიდან ქართლში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, იწყება ქართული საეკლესიო საგალობლის ისტორია. ზუსტი ცნობა იმისა, თუ რომელ საუკუნეში შეიქმნა ქართული გალობის პირველი ნიმუში, არ არსებობს. IV საუკუნეში, ქართული ღვთისმსახურება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო და შესაბამისად, ნაადრევია საუბარი იმ ეპოქაში ორიგინალური ქართული გალობის არსებობაზე.
 ქართული საგალობლის აყვავების ხანა IX-XII საუკუნეებია. ამ პერიოდის ეკლესია_მონასტრებსა და სასულიერო სასწავლებლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული საგალობლების სწავლებას. ქართული საგალობლის განვითარება დაკავშირებულია ისეთი დიდი მოღვაწე მამების სახელებთან, როგორებიც არიან: არსენ იყალთოელი, იოანე ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, ექვთიმე და გიორგო მთაწმინდელები და სხვ.
 ქართული საგალობლის გამორჩეული თვისება სამხმიანობაა. ქართულ მრავალხმიან გალობაში სამი პირი ერთ სათქმელს ამბობს სხვადასხვანაირად, მაგრამ ერთ ნებას და სურვილს გამოხატავს და ამავე დროს თითოეულს თავისი ინდივიდუალური თვისებები არ ეკარგება.
 ქართულმა საგალობელმა განვითარების რთული გზა განვლო. ქართული საგალობლის ფენომენი ცალკეული მგალობლების და დაინტერესებული პირების წყალობით შემორჩა ისტორიას. ცნობილია ის ფაქტი, რომ VII საუკუნის დამდეგს, საქართველოს ეკლესიის 35 ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად სრულდებოდა. სავარაუდოდ, ქართულმა საეკლესიო გალობამ მალევე მიიღო ეროვნული იერ-სახე. 
მრავალხმიანობა ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმაა. იგი ასახვას პოულობს, როგორც სასულიერო, ასევე ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებაში.
 XIX საუკუნეში, ეგზარქოსობის პერიოდში, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიკანონიკური აქტით გაუქმდა, საგალობო სკოლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და სასულიერო მუსიკის ძირძველ ტრადიციებს აღმოფხვრის საშიშროება დაემუქრა. ამ დროს, სასულიერო და საერო პირების დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ერის კულტურულ წარსულთან უწყვეტი მემკვიდრეობითი კავშირის შენარჩუნება_საეკლესიო საგალობლების ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა. ამ გმირულ საქმეს უძღვებოდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ექვთიმე კერესელიძე, ბასილ კარბელაშვილი, ფილიმონ ქორიძე და სხვ. სწორედ ამ ადამიანების დიდი ძალისხმევით ქართული კანონიკური გალობა მივიწყებას გადაურჩა.
Kკომპოზიციური თვალსაზრისით, ქართული საეკლესიო საგალობლები, ისევე როგორც ბიზანტიური, სლავური, სერბული და ა.შ. ემყარება რვა ხმის განსაზღვრული რაოდენობის კანონიზებულ მელოდიურ ფორმულებს.
 ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას.
 დღესდღეობით, ქართული გალობის უბადლო შემსრულებლად ითვლება სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
Gგუნდი 1998 წელს შეიქმნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მის შემადგენლობაში შედის სამოცდაათი პროფესიონალი მგალობელი.
 წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ერთ-ერთი გამგრძელებელია იმ საეკლესიო ტრადიციებისა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, ასე სათუთად ინახავდნენ ჩვენი ღირსეული წინაპრები. .


ნანახია: 1529 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz