ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 8:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 10 » მობილ – ბანკი, როგორც ყველაზე ეფექტური ურთიერთობის საშუალება
მობილ – ბანკი, როგორც ყველაზე ეფექტური ურთიერთობის საშუალება
1:54 PM
განვითარებულ ქვეყნებში, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი მიდის ბანკში. არა იმიტომ რომ ეს ბიზნესი პოზიციებს კარგავს, უბრალოდ საკრედიტო ორგანიზაციის ოფისში მისვლა, პრაქტიკულად არასავალდებულო ხდება. თანმედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა უამრავი ოპერაცია განხორციელდეს ბანკში მიუსვლელად. ამისათვის არსებობს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი. მათი მეშვეობით, შესაძლებელია გადასახადების გადახდა, ანგარიშზე დარჩენილი თანხის რაოდენობის გაგება, ვალუტის გადამცვლელი ოპერაციების ჩატარება და ა.შ.

  მობილ-ბანკის ისტორია დაიწყო 1992 წლიდან, როდესაც ფინურმა ბანკმა MERITA NORELBANKEN GROUP -მა პირველად გაუშვა კომერციულ ექსპლუატაციაში სერვისები, რომლებიც დაფუძნებული იყო ფიჭური კავშირის ტექნოლოგიებზე. რამდენიმე წლის შემდეგ მობილ ბანკი წარდგენილი იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთის, აზიის, ევროპის და აშშ-ის ქვეყნებში. გერმანული კომპანიის DURLACHER პროგნოზით უკვე 2005 წელს მობილ ბანკის ბაზარი ევროპაში მოიცავს 11.3 მილიარდ დოლლარს. JUPITER RESEARCH პროგნოზით კი 2010 წლისთვის მობილური კომერცია მსოფლოში 63 მილიარდ დოლარს მოიცავს, რის დიდ ნაწილსაც მოიცავს მობილ-ბანკი.

  სწორედ მისი გავრცელებულობის გამო მობილური ტელეფონი – კომუნიკაციის ეს საშუალება გამოიყენება საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად. დღევანდელი მობილური ტელეფონი, ფაქტობრივად, არის ტელეფონის და კომპიუტერის სინთეზი. სხვადასხვა შესაძლებლობები ხდიან მას იდეალურ პლათფორმად საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად, მაგ: კომუნიკაციების განხორციელების, ხმოვანი ინფორმაციის მონაცემების ციფრულ ფორმატში გადაცემის უნარი; უამრავი ოპერაციის განხორციელება ჩაყენებული პროცესორის მეშვეობით; ინფორმაციის შენახვა მეხსიერების მეშვეობით; ფონურ რეჟიმში გადაცემული მონაცემების მიღება “ჰაერში”, ინფორმაციის აქტიური გადაცემა “NO PUSH” არხებზე.

  მობილ-ბანკი არის შემდგომი, ლოგიკური საფერხური ინტერნეტ ბანკის შემდეგ. ის იძლევა კლიენტთან მუდმივი კონტაქტის საშუალებას და ფლობს მთელ რიგ უპირატესობებს მომხმარებლისათვის.
  არსებობს ფიჭური ტელეფონის მეშვეობით საბანკო ოპერაციის განხორციელების ორი ფორმა: WAP (Wireless Access Protokol) და SMS (Short Message Service)პროტოკოლის ბაზაზე.

დღეისათვის ფართო გავრცელება ჰპოვა მობილ-ბანკის ერთმა ტიპმა sms--ბანკმა. იგი დაფუძნებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებების ტექნოლოგიებზე (short message service). . მონაცემების გადაცემის სპეციალური არხის მეშვეობით, sms-ბანკის მეშვეობით კლიენტს შეუძლია აკონტროლოს პირადი ანგარიში ონლაინ რეჟიმში. სმს ბანკის მეშვეობით, კლიენტს შეუძლია სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, მაგრამ მობილ ბანკის აღნიშნულ ტიპს აქვს არსებითი ნაკლიც – იგი არ აძლევს კლიენტს ანგარიშზე აქტიური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას. ასეთ შესაძლებლობას იძლევა სხვა სისტემები: sms-advance ბანკი და stk-ბანკი. 

 მობილური ბანკის განვითარების პერსპექტოვა ძალიან იმედისმომცემად გამოიყურება. ფიჭური ტელეფონის, როგორც მობილური ბანკის განვითარების პლატფორმის პერსპექტივა დასტურდება ფიჭური ტელეფონის რიცხვის ზრდის მონაცემთა ანალიზით. იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელნიც იყენებენ მობილურ ტელეფონებს, ევროპაში შეადგენს 25%, ფინლანდიაში – საერთოდ, 70%. სხვადასხვა ქვეყნებში, მობილ-ბანკის სწრაფი გავრცელების პერსპექტივა განსაზღვრულია შემდეგი ობიექტური მიზეზებით: სწრაფად იზრდება კლიენტთა რიცხვი, რომლებიც უპირატესობას უნაღდო ანგარიშსწორებას ანიჭებენ და აქტიურად იყენებენ მას; მობილური ტელეფონის გამოყენებით ოპერაციის განხორციელება უფრო მარტივია, ვიდრე კომპიუტერით; მობილ ბანკის მომხმარებლები ძირითადად არიან ახალგაზრდა და მდიდარი ადამიანები; მობილ-ბანკი ხელს უწყობს ბანკის ბიზნესის განვითარებას და წარმოადგენს პირადი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთ საშუალებას; მობილ-ბანკი არის კლიენტის მიერ საბანკო ანგარიშის მობილური ტელეფონის საშუალებით 24-საათიანი კონტროლის სისტემა. ბანკთან თანამშრომლობისას მობილური ტელეფონის გამოყენება უფრო მოსახერხებელია კლიენტისათვის. ამასთან, ამ სერვისის გამოყენება შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (მაგალითად, შვებულების დროს).
  მობილ-ბანკის განვითარების ტექნოლოგია, ჯერ კიდევ შორს არის შესაძლებლობების მაქსიმუმისაგან, რამდენადაც მობილური კავშირის სფეროში ცვლილებებს აქვთ ფეთქებადი ხასიათი. გრძელდება მონაცემების გადაცემის სიჩქარის ზრდა, რაც ხსნის შეზღუდვებს, გადასაგზავნი მონაცემების რაოდენობას. მობილური კავშირის პროგრესთან ერთად, ფორმირდება ბიზნესის ხედვის ახალი მოდელი – მობილური ბიზნესი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია მობილ-ბანკი.

ნანახია: 966 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz