2008 წლის 19 ნოემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკაში, (II სართული) 14:00 საათზე, თსუ-ის სტუდენტური გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქციის მოწვევით, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა პროექტ `ჯეოსტარი-2008”- ის მონაწილე კახეთის რეგიონიდან ირინა ბაირამაშვილთან. მოხდება კონკურსანტის მუსიკალური ნომრების ჩვენება და გაზეთის მხრიდან ირინა ბაირამაშვილის მხარდამჭერი აქციის პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია!