ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 4:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 24 » IRD-მა საქართველოში მუშაობის 10 წელი აღნიშნა
IRD-მა საქართველოში მუშაობის 10 წელი აღნიშნა
12:41 PM
13 ნოემბერს `თბილისი მერიოტში" შეკრებილმა საზოგადოებამ საერთაშორისო დახმარებისა და განვითრების სააგენტოს - IRD -ის ვაშინგტონში დაარსებისა და საქართველოში მუშაობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, IRD -ის ვიცე-პრეზიდენტი პატრისა ჰაისინი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მისნიტრი ალექსანდრე კვიტაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე. საზოგადოებამ, აგრეთვე იხილა ფილმი, რომელიც IRD -ის მიერ მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნებში განხორციელებულ მისიებს ეხებოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაარსების დღიდან, IRD -მა დახმარების ხელი გაუწოდა 750.000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და 180-ზე მეტ ქართულ ორგანიზაციას და პარტნიორს. ამასთანავე, იმ ათწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსურად უზრუნველყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, IRD -მა 53 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო მოხმარების საგანი, მედიკამენტი და დანადგარი მიაწოდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებსა და გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას. 
  როგორც `ბ&ფ" საუბარში ორგანიზაციის ერთ-ერთმა ქართველმა ხელმძღვანელმა ლალი ჭანიამ განუცხადა: `დღევანდელი დღე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამოხატულებაა იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია სამომავლოდაც გვერდში ედგება საქართველოს. IRD საქართველოში 1998 წლიდან საქმიანობს და ძირითადად მოვიცავთ დასავლეთ საქართველოს რეგიონს. ჩვენ პროგრამას ვახორციელებთ სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთისა თუ რაჭა-ლეჩხუმის მხარეში. დღეს განსაკუთრებული მადლობელი ვართ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის მთავრობის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის, აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს და აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო დეპარტამენტისა, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც, ჩვენი საქმიანობა ვერ განხორციელდებოდა. თქვენ იცით, თუ როგორია ომის შემდგომი ქართული რეალობა. ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია აქაც იმთავითვე ჩაერთო და აგვისტოს პირველივე კვირის განმავლობაში შემოვიტანეთ 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება. IRD-მა, ასევე საქართველოს მასშტაბით დანერგა პროგრამა, რომელიც დახმარებას გაუწევს იმ ოჯახებს, ვინც დევნილები შეიფარეს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან. საერთოდაც, ჩვენ 2004 წლიდან ვმოქმედებთ იმ პროგრამით, რომელიც იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას ითვალისწინებს. IRD-მა უზრუნველყო 223.000 ასეთი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით კოლექტიური ცენტრების სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება. ეს პროექტი დღესაც გრძელდება და ჩვენი სურვილია ორგანიზაციამ კვლავაც მეტ ადამიანს შეუმსუბუქოს ცხოვრება." 
  ახლახანს, ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც უმასპინძლა IRD-მ და ამერიკაში საქართველოს საელჩომ, IRD-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა არტურ ქიისმა განაცხადა: `ჩვენ ვამაყობთ საქაღთველოში გაკეთებული საქმით. ყველაზ ემნიშვნელოვანია რის მიზეზი, რის გამოც, ჩვენ ასეთ რთულ პერიოდში შევიკრიბეთ. ეს არის ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ." 

ნანახია: 1126 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz