ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 12:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 24 » საქართველოში პროექტი `პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” - დაიწყო
საქართველოში პროექტი `პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა” - დაიწყო
12:49 PM
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ინიციატივითა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, 15 ნოემბრიდან, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა `პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა,” სამი წლის განმავლობაში იარსებებს და მიზანი ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერაა. ამ პროექტის ფარგლებში, ათტვიან სასწავლო კურსს გაივლის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სემინარები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები და სისტემები, პოლიტიკური ანალიზი, ორგანიზაციული მენეჯმენტი, კონსტიტუციონალიზმი, ეროვნული უსაფრთხოება, ნაციონალიზმი და ეროვნული უმცირესობები, საქართველოს ეკონომიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგიები და სხვა. სწორედ ამ თემების სადღეისო მნიშვნელობას და პროექტის აქტუალობას გაუსვა ხაზი პრეზენტაციაზე მობრძანებულმა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფიმ. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია მსგავსი პროექტები ხორციელდებოდეს ქვეყანაში, რადგანაც იცვლება პოლიტიკური სარბიელი, ასპარზზე გამოსული ახალგაზრდა პოლიტიკოსები კი ყველა იმ ახალ მიდგომებს უნდა იცნობდეს, რომელიც გადაფასდა. როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძრვანელმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა `ბ&ფ”-თან საუბარში აღნიშნა: `ეს პროექტი სერიოზულია, რადგანაც საგნები, რომელიც შემოთავაზებულია, მათი წაკითხვა იშვიათად ხდება ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში დისციპლინები ახალი საბურველით იქნება წარმოდგენილი, ახალი სტრუქტურით. აქვე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს ასეთი რამ აკლიათ. ამიტომაც ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებს, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. თითოეული პარტიიდან ორ-სამ წარმომადგენელს ველოდებით. საერთო ჯამში, სემინარები 30 ადამიანისთვის ჩატარდება. რაც ყველაზ ესაგულისხმოა, სასწავლო კურსს ქართველი სპეციალისტები წაიკითხავენ. ვგეგმავთ, რომ კურსის დასრულების ბოლო ეტაპზე უცხოელი ექსპერტებიც მოვიწიოთ. ესენი პარტიული მშენებლობის სპეციალისტები იქნებიან. მათი მხრიდან პარტიული გამოცდილების მაგალათი საინტერესო იქნება ქართველი პოლიტიკოსებისათვის.” 

ნანახია: 879 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz