ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 9:37 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 24 » ამნისტია – ვის ეხება ხელისუფლების კეთილმოწყალება?!
ამნისტია – ვის ეხება ხელისუფლების კეთილმოწყალება?!
12:50 PM
ხელისუფლებამ საზოგადოების გულის მოგება კიდევ ერთხელ შეძლო, თუმცაღა ყველაფერი მაინც იმ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, თუ რეალურად რამდენი ადამიანი იქნება ამ კეთილმოწყალებით კმაყოფილი. საყოველთაო ამნისტიის პროცესმა, რომელის ირგვლივაც ცხარე დებატები მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრაველესობა ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ხელისუფლების განცხადებით, ამნისტიამ შეიძლება საწინაარმდეგო შედეგი მოგვცეს და ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება დაიძაბოს. ამიტომაც, აუცილებელია ეტაპობრივი მოქმედება და საკითხისადმი პრაგმატული მიდგომა. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, `ეს იქნება კომბინირებული სქემა: ამუშავდება ამნისტია, ამუშავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი და შეწყალება.” ამნისტია, რომელიც 23 ნოემბერს ამოქმედდება, სამართლებრივი გაგებით, საქართველოს სახელმწიფოს ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე იმ ერთჯერადი ხასიათის დროებით და განსაკუთრებულ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისაგან ათავისუფლებს პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებულები არიან. როგორც უკვე ითქვა, წლევანდელი ამნისტია, რომელსაც თან შეწყალების პროცესიც ახლავს, 12 ათას ადამიანს შეეხება, 2000 ათასზე მეტი მსჯავრდებული გათავისუფლდება, 2696 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდებათ, ხოლო 4623 –ს პირობით მსჯავრი გააუქმდებათ. ამიტომაც დიდია საზოგადოების დაინტერესება ამ პროცესებისადმი და გულისწყრომაც იმ ცვალებადი მუხლების მიმართ, რომელიც კანონპროექტში თითქმის ყოველდღიურად იცვლება. იმ დარბაზში, სადაც არც თუ ცოტა ხნის წინ, თავად პრეზიდენტის მოწოდება: `ყველანი ციხეში – ნულოვანი ტოლერანტობა” ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრების საფუძველი გახდა, დეპუტატები ერთსულოვანი აღმოჩნდნენ პრეზიდენტისვე ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენის მხრდასაჭერად. ოპოზიციური სპექტრი წინააღმდეგი არ არის, ქვეყანაში დაიწყოს რესოციალიზაციის პროცესი, მაგრამ ამნისტიის კანონპროექტში შეტანილი მუხლები აფიქრებინებთ, რომ ხელისუფლებას ამნისტია მხოლოდ საკუთარი არადემოკრატიული სახის გადასაფარვად სჭირდება. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც სულ 57 მუხლისაგან შედგება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრესისთვის მოწოდებული 2007 წლის სტატისტიკის მიხედვით, სადღეისოდ, ქართულ ციხეებში სასჯელს, 19 მუხლით, არც ერთი ადამიანი არ იხდის. ამდენად, თუკი კანონმდებლები ამნისტიის კანონს წარმოდგენილი რეადაქციით დაამამტკიცებენ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პასიუხისმგებაში მიცემულ პირებს მხოლოდ 38 მუხლი შეეხებათ, ხოლო დანრჩენილი 19 მუხლი კანონში მხოლოდ ფორმალური ხასიათის ატარებს. (ასეთი მუხლებია: 203-ე, 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 243-ე, 259-ე, 272-ე, 279-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 387-ე, 129-ე 188-ე I ნაწილი, 193-ე, 195-ე და 196-ე) 

ნანახია: 1457 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz