მთავარი » 2008»ნოემბერი»24 » ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
ამნისტიის მუხლები, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
1:00 PM
124 მუხლი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული გაუფრთხილებლობით. 128 მუხლი - განსაცდელში მიტოვება 129 მუხლი – დაუხმარებლობა 177 მუხლის I ნაწილი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. 178 მუხლის I ნაწილი - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. 191 მუხლი - მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია 193 მუხლი – ცრუ მეწარმეობა 195 მუხლი – მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა 196 მუხლი – სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება 197 მუხლის I ნაწილი - ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით. 203 მუხლი – პროფესიული სპორტული შეჯიბრის ანდა კომერციული სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა 2041 - ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა 207 მუხლი - გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას 211 მუხლი – ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება 213 მუხლი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა 216 მუხლი – საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა 219 მუხლი – მომხმარებლის მოტყუება 243 მუხლი – სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა 246 მუხლის I ნაწილი - უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება 259 მუხლი – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა 272 მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება 279 მუხლი – გემის კაპიტნის მიერ განსაცდელში მიტოვება 284 მუხლის I ნაწილი - კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა. 301 მუხლი - უკანონო ნადირობა 303 მუხლი – ხე-ბუჩქის უკანონოდ გაჩეხვა 304 მუხლის I ნაწილი - ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით. 305 მუხლი - დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა 344 მუხლი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა 344 პრიმა მუხლი – საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. 347 მუხლი - შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა 357 მუხლი - სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება 360 მუხლი – თვითნებობა 361 მუხლი – ოფიციალური დოკუმენტის ან სახელმწიფო ჯილდოს შეძენა ან გასაღება 384 მუხლი – უფროსისადმი წინააღმდეგობა ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურეობრივი მოვალეობა 385 მუხლი – უფროსის მიმართ ძალადობა 386 მუხლი - ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევა 387 მუხლი – სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა 118 მუხლის I ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის 187 მუხლის I ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია 188 მუხლის I და II ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. 192 მუხლის I ნაწილი - სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება 200 მუხლის I და II ნაწილი - აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) დიდი ოდენობით; გ) პირთა ჯგუფის მიერ. 239 მუხლის I ნაწილი - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით 276 მუხლის I, II და III ნაწილი - აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება
მოცემული მუხლებით სასჯელი უნახევრდებათ დამნაშავეებს
171 მუხლის II ნაწილი - არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში 182 მუხლის I ნაწილი - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში 187 მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება 197 მუხლის II ნაწილი - ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი არაერთგზის. 200 (1) მუხლი – ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება 200 (2) მუხლი – აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისთვის გადაცემა 260 მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგიის ან პრეკურსორის უკანონოდ შეძენა და გადაგზავნა. (მხოლოდ ამ ნაწილში – ავტ.) 261 მუხლის I და II ნაწილი - ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ასევე ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება. 273 მუხლი – პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგიის ან პროკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება. 276 მუხლის IV, V და VI ნაწილი - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 284 მუხლის II ნაწილი - კანონით დაცულ კომპიუტერულ ინფორმაციასთან, ესე იგი მანქანამატარებელზე, ელექტროგამომთვლელ მანქანაზე (ეგმ-ზე), ეგმ-ის სისტემაში ან მათ ქსელში ასახულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან მოპოვება ანდა ეგმ-ის, ეგმ-ის სისტემის ან მათი ქსელის მოშლა გამოიწვია, ასევე მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორის შეცვლა; იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) იმის მიერ, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ეგმზე, ეგმის სისტემაზე ან მათ ქსელზე. 362 მუხლის I ნაწილი - ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. 363 მუხლის I ნაწილი - დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით.