თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდული გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქციის გადაწყვეტილებით და სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის სურვილის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მუსიკალურ პროექტ `ჯეოსტარის” მონაწილე კახეთის რეგიონიდან ირინა ბაირამაშვილთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტში მონაწილე აღნიშნული კონკურსანტის მიმართ მხარდაჭერის აღმოჩენა და საუნივერსიტეტო სტუდენტური საზოგადოების წინაშე ირინა ბაირამაშვილის გაცნობა. გაზეთის რედაქციის გადაწყვეტილებით, `თსუ თაიმსის” ყოველ ახალ ნომერში, პროექტ `ჯეოსტარის” დამთავრებამდე, ვიდრე ირინა ბაირამაშვილი მასში მონაწილეობას მიიღებს, დაიბეჭდება მისი სარეკლამო ფოტო, პირადი საკონკურსო ნომერი და მოწოდება სტუდენტებისადმი მხარი დაუჭირონ ირინა ბაირამაშვილს `ჯეოსტარში” გამარჯვებისთვის. საუნივერსიტეტო შეხვედრაზე გაზეთმა აღნიშნული მხარდაჭერა რუბრიკის პრეზენტაციის დროს: `თსუ თაიმსი” ირჩევს” – გააკეთა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამწყებ მომღერალ ირინა ბაირამაშვილთან შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდა თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. `ჯეოსტარის” მონაწილეს წარმატებები უსურვა თსუ-ის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემაც. ირინა ბაირამაშვილა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა `ჯეოსტარში” მონაწილეობის მანძილზე ირინა ბაირამაშვილის საინტერესო მუსიკალური ნომრები. მომღერალმა უნივერსიტეტელებს და შეკრებილ თაყვანისმცემლებს, რამდენიმე სიმღერა ექსპრონტადაც შეუსრულა. გაზეთ `თსუ თაიმსის” რედაქტორ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, `უნივერსიტეტი ყოველთვის პატივისცემით მიიღებს ნიჭიერ ადამიანებს. დღეს ირინა ბაირამაშვილია ასეთი შეხვედრის ღორსი. ირინა ამ პროექტში მონაწილეებთაგან ჩვენთვის ყველაზე სახასიათო და საინტერესო შესაძლებლ;ობების მქონე ადამიანი აღმოჩნდა, ვისზეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩამოყალიბებული მომღერალია. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ და წარმატებებს ვუსურვებთ.” ირინა ბაირამაშვილს არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდამჭერი სტუდენტების სახელით, გადასცა გაზეთ `თსუ თაიმსის” სპეციალური ჯილდო-სიგელი `პროექტში წარმოდგენილი სიმღერების საუკეთესოდ შესრულებისა და ქართული პოლიფონიისადმი განსაკუთრებული სიყვარულისათვის.”