ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 1:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » `ივერიამ” მაუწყებლობა განაახლა
`ივერიამ” მაუწყებლობა განაახლა
1:30 PM
ქართული ტელემაუწყებლობა `ივერია” სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2007 წელს დაარსდა. მან ქართულ საზოგადოებაში, შექმნისთანავე მოიპოვა ნდობა და პოპულარობა. ქართულ ტელესივრცეში, ფაქტობრივად, არ არსებობდა არხი, სადაც უამრავი ნეგატიური ინფორმაციის გვერდით, მაყურებელი მიიღებდა მათგან განსხვავებულ თემატიკაზე მომზადებულ საეთერო ბადეს. სამწუხაროდ, ჩვენს სატელევიზიო რეალობაში ფასეულობები ისეა აღრეული, რომ ძნელია თავი და ბოლო გაუგო ჭეშმარიტად ქართულ ფასეულობას თუ ჟურნალისტურ ეთიკას. სწორედ ამ მხრივ, `ივერია” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არხია, რომელმაც ერის სულიერ, კულტურულ და ინტელექტუალურ გადარჩენაზე ზრუნვა დაისახა მიზნად. 
  სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელე-სტუდია არ ფლობს პირად სიხშირეს და საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ტელეკომპანია `ევრიკას” არხზე მაუწყებლობს. 2008 წლის 15 ნოემბერს, პროტესტის ნიშნად, თანამდებობიდან წავიდა ტელე-მაუწყებლობის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძეც. `ივერიას” სიხშირის გამოსაყოფად, მხარი დაუჭირეს ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და 60 000-ზე მეტმა მაყურებელმა, რომლებმაც საკუთარი ნება ხელმოწერებით დააფიქსირეს.
  როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ქართველი მაყურებელი მოუთმელად ელის 23 ნოემბრის დადგომას, რადგან ამ დღეს ქართული ტელემაუწყებლობა `ივერია” “განახლებული ფორმატით გავა პირდაპირ ეთერში და კვლავ გააგრძელებს თავის მოღვაწეობას ქართულ ტელესივცეში.
U უნივერსიტეტის სტუდენტობა და ჩვენი გაზეთის რედაქცია, რეორგანიზებულ “ივერიას” უსურვებს წარმატებულ სატელევიზიო ეთერს ისევ ჩვენი ქართული სულიერებისა და კულტურის სადარაჯოზე.



ნანახია: 812 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz