ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 11:39 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » თსუ-ში ფილმი ,,დემოკრატიის გისოსები” უჩვენეს
თსუ-ში ფილმი ,,დემოკრატიის გისოსები” უჩვენეს
1:32 PM
მას-მედიის როლი საზოგადოებრივ ყოფიერებაში, ძალიან დიდია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიის გისოსებს მიღმა დარჩენილ ქვეყანაში, მასმედიის როლი ობიექტურობის ზენიტში, მართლაც არ იმყოფება. ქვეყანაში მარტო ტენდენციური ტელე-არხები არსებობენ, რომლებიც ზემდგომი პირების კეთილგანწყობისკენ არიან მიმართულნი. ტელევიზია, რომელიც ამ პროცესს ასე თუ ისე აბალანსებდა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, დანარჩენმა ტელევიზიებმა კი ეს როლი ვერა და ვერ იკისრეს.. ვერ იკისრა ვერც ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,” რომლის როლიც არაფერია სხვა, თუ არა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და საზოგადოების დაკვეთის შესრულება.
  ,,თავისუფლება კედელზე?!” – დისდენტური ქართული ფილმების ჩვენება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, პირდაპირ კედელზე უკვე მესამე კვირაა გრძელდება. სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისუფალი ნების გამოხატვა და ნოემბრის სუსხის მიუხედავად, ფილმების სანახავად მისვლა. საჩვენებელი ფილმების ნუსხა უკვე ცნობილია. ცნობილი არიან რეჟისორებიც, ვისი ფილმებიც უკვე იქნა ნაჩვენები და რომელთა ჩვენებაც, სამომავლოდ არის უკვე დაგეგმილი. ნუსხაში წარმოდგენილია რეჟისორების: ირმა ინაშვილის, ვახტანგ კომახიძის, ლევან ანჯაფარიძის და სხვა დამოუკიდებელი სტუდიების მიერ მომზადებული ფილმები.
  ფილმები ძალიან აქტუალურ თემებს შეეხება და საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ გაშუქებულია ისეთი მოვლენები, რომლებზეც საზოგადოების უმეტეს ნაწილს ხელი არ მიუწვდება და ქართული პოლიტიკის აღქმას მოკლებულია. 
  20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების ინიციატივითა და ორგანიზებით, ირმა ინაშვილის ფილმის - ,,დემოკრატიის გისოსები” - ჩვენების პრეზენტაცია შედგა, რომელმაც საუნივერსიტეტო საზოგადოებაში სხვადასვა გამოძახილი ჰპოვა. ვისთვის, ამ ფილმის ჩვენება კონკრეტული პირების დაკვეთის შესრულებასთან ასოცირდა, ვისთვის კი უბრალოდ, ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეული პროცესების მიმოხილვას, ვისთვის პროსახელმწიფოებრივ პროპაგანდას წარმოადგენდა, ვისთვის კი საერთოდ ირმა ინაშვილი, როგორც რეჟისორი, დამთავრდა.
F ფილმში ყოველგვარი პათეტიკისა და შელამაზების გარეშე იყო ასახული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები 2003 წლიდან დღემდე. შეიძლება ითქვას დამსწრე საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე შოკის ეფექტი იქონია ყოველივე ამან. ვფიქრობ მიკერძოებული მასობრივი მედიის გავლენა იმდენად დიდი იყო მათზე, რომ ამ რეალობისათვის არც იყვნენ მზად და მტკივნეულადაც კი აღიქვეს.
  თუ რატომ გახდა საჭირო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ფილმის ჩვენება და ფილმის ჩვენების იდეამ რამდენად გაამართლა ფილმის ჩვენების ორგანიზატორებს ვკითხე, პასუხი კი შემდეგი იყო:
  მურმან პატარაია, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი: მინდა ხაზი გავუსვა საქართველოში სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლების ხარისხს. თავისთავად ცხადია, თუ დავიწყებთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებით, როდესაც დაარბიეს `იმედი.” ამ დღეს, ფაქტობრივად, სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ მოექცა გისოსებს მიღმა. ეს პროცესი არ დაწყებულა 2007 წლის 7 ნოემბერს. ამ დღეს ეს პროცესი დამთავრდა. ეს ყველაფერი კი დაიწყო 2003 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო ზეწოლის განხორციელება თავისუფალ მედიაზე. დატოვა მარტო ის პრესა თუ ტელევიზია, რომლებიც მხოლოდ მისი ინტერესების გამტარებელი იყო.
  რაც შეეხება უნივერსიტეტში ფილმის ჩვენებას, ჩვენ, სტუდენტურ საზოგადოებას გვინდა ვაჩვენოთ, რომ არსებობს ის სტუდენტური ძალა, რომელიც თვლის, რომ რეალობის ასახვა აუცილებელია ყველგან და ყოველთვის. პირველ რიგში, ჩვენი ზეწოლა `საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ხორციერლდება, რადგან ეს ტელევიზია ვალდებულია, ფილმები, რომლებიც მზადდება დამოუკიდებელ სტუდიებში, აუცილებლად უნდა იქნეს ნაჩვენები. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დასკვნის გაკეთება უმარტივესია უცხო თვალისთვის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” კედელზე გაშვებული ქართული ფილმების მაგალითზე. საქართველოში, არ მოიძებნა ისეთი ტელევიზია, სადაც ეს ფილმები იქნებოდა ნაჩვენები. რეიტინგებს გადავხედე და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით, სულ ცოტათი უსწრებს ისეთ მონოპოლისტურ ქვეყნებს, როგორებიცაა: თურქმენეთი, ირანი, ტაჯიკეთი. ჩვენ არ შევეგუებით ამ სამარცხვინო ფაქტს და ჩვენ, სტუდენტები ყოველთვის ვიქნებით მობილიზებული და ადეკვატური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჩვენ აუცილებლად ვიდგებით 23 ნოემბერს `ტელე-იმედთან,” რათა ტელეკომპანია დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს და ჩამოერთვას ჯოზეფ ქეისს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტების საშუალებით, საზოგადოდ, მას-მედია იყოს დამოუკიდებელი.
  უნივერსიტეტში ამ ფილმის ჩვენების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი დარდატეხა მოხდა. ვფიქრობ საინტერესოდ იყო დამუხტული აუდიტორია. ყველა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ დარჩენილა და არც იყო ამ ფილმის ჩვენება გათვლილი ყველას კმაყოკილებაზე, მაგრამ მთავარია პოზიცია დაფიქსირდა. და მე ამაყი ვარ, რომ უნივერსიტეტში წინ წამოიწია სტუდენტების ის ჯგუფი, რომლებიც მართლაც, რომ ჯანსაღG სტუდენტურ ძალას წარმოადგენენ. ფილმში ასახული მოვლენები დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიაზრა, ბევრმა კი აღიქვა, როგორც ერთი მხრიდან დანახული მოვლენების ანალიზი. მე არ მივიჩნევ, რომ ამ ფილმის ჩვენება უნივერსიტეტში გაუმართლებელი იყო. პირიქით, სტუდენტმა უნდა ნახოს ყველაფერი, სუბიექტურიც და ობიექტურიც, პროსამთავრობოც და პროოპოზიციურიც.
  ფილმმების ჩვენების ციკლი გაგრძელდება და მე იმედი მაქვს სტუდენტები ამას შეხედავენ ძალიან ობიექტური თვალით.
  ცოტნე ზურაბიანი, თსუ-ის სტუდენტი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ფილმების ჩვენებას ხშირად ვაწყობთ, რომელიც ეძღვნება სიტყვის თავისუფლებას, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას. მე პირადად არ მქონდა ნანახი ფილმი, იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის პრეზენტაცია იყო. ფილმი იყო ძალიან სუბიექტური, მაგრამ დასაბუთებული იყო ფაქტებით. მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფილმების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, რომ სტუდენტებამდე მივიტანოთ ობიექტური ინფორმაცია, თუ რა ხდება რეალურად ტელეკომპანია `იმედთან” დაკავშირებით და საზოგადოდ ნათლად დავანახოთ სტუდენტობას, რა ხდება ქვეყანაში. 




ნანახია: 1030 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz