ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 10:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » `ორი დიპლომის პროგრამა” და ლატვიაში სასწავლებლად გამგზავრების რეალური შესაძლებლობა
`ორი დიპლომის პროგრამა” და ლატვიაში სასწავლებლად გამგზავრების რეალური შესაძლებლობა
1:43 PM
2008 წლის მაისში მას-მედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის ინსტიტეტმა (“მასკი”) თანამშრომლობის ხელშეკრილება გააფორმა ლატვიაში მოქმედ უნივერსიტეტთან “ბალტიის საერთაშორისო აკადემიასათან.” იგი ბალტიასა და დაჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს. იგი ფლობს, როგორც ლატვიურ, ასევე საერთაშორისო და ევროპულ აკრედიტაციას. მდებარეობს რიგაში და აქვს ფილიალები ლატვიის 7 ქალაქში. ამჟამად, აკადემიაში 9000 სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 500-ზე მეტი მსოფლიოს 20 ქვეყნიდან არის სასწავლებლად ჩასული. Uცხოელ სტუდენტებს შორის მეორე ადგილზეა საქართველოდან წასული კონტიგენტი, ასამდე ქართველი.
 “მასკი” აკადენიის ოფიცილური პარტნიორია საქართველოში. მათ შორის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ბევრი ქართველი სტუდენტი მიდიოდა ლატვიაში, რომელთაც აკადემიის წარმომადგენლები ნაზულობდნენ და აგზავნიდნენ “ბსა”-ში სასწავლებლად.
  `მასკი” და “ბსა” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, აბიტურიეტებს თავაზობენ ორი სახის მომსახურებას: 1. ორი დიპლომის პროგრამა; 2. ლატვიაში სწავლების პროგრამა. საბუტები მიიღება, როგორც ბაკავლარიატში, ასევე – მაგისტრატურაში.
  `ორი დიპლომის პროგრამაზე” გადასვლა ან ლატვიაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ სხვა სასწავლებლების ყველა კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს. მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთ სასწავლებელში გავლილი საგნების ჩამონათვალი. შაგნები ჩაეთვლებათ როგორც გავლილი და სტუდენტებს მოუწევთ მხოლოდ განსხვავებული და დარჩენილი საგნების მოსმენა.
 `ორი დიპლომის პროგრამაზე” მასკი ამ ეტაპზე შემდეგ სპეციალობებზე აცხადებს მიღებას: ბიზნესის ადმინისტრირება, საზოგადოებრივი ურთიერთობები, სამართლისმცოდნეობა, ევროპათმცოდნეობა, ფსოქოლოგია. ლატვიაში ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს კიდევ მრავალი საინტერესო პროფესია ემატება. ბაზაზე ფუნქციონირებს დიზაინის უმაღლესი სკოლა. “მასკი” ასევე თანამშრომლობს “ბსა”-ს მიერ დაფუძნებულ “ფსიქოლოგიის უმაღლეს სკოლასთან”.
 `ორი დიპლომის პროგრამა” წარმოადგენს ადგილობრივი და დისტანციური სწავლების ნაზავს. აქ გაერთიანებულია “ბსა”-სა და ”მასკის” სასწავლო პროგრამები. `მასკის” სასწავლო პროგრამაში შემავალ საგნებს კითხულობენ ქართველი ლექტორები ქართულ ენაზე, `ბსა”-ს პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ხალმძღვანელობენ `ბსა”-ს ლექტორები. სტუდენტები ინტერნეტის საშუალებით ლატვიიდან მიიღებენ სასწავლო მასალას და იქაურ პედაგოგებთან გაივლიან კონსულტაციებს. გარდა ამისა, აღნიშნული პედაგოგები სემესტრის განმავლობაში ჩამოვლენ საქართველოში და ადგილზე გამართავენ მეცადინეობებსა და სესიებს.
 `ორი დიპლომის პროგრამის” ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ორ ქვეყანას შორის მედია-ხიდის გაკეთებაზე. ეს ნიშნავს, რომ სტუდებტები მასკიში საგანგებოდ დამონტაჟებუილი ეკრანის საშუალებით პირდაპირ რეჟიმში უყურებენ და უსმენენ რიგიდან გადმოცემულ ლექციებს.
 “ლატვიაში სწავლების პროგრამაში” მოხვედრის მსურველებმა “მასკი”-ში უნდა გაიარონ რუსული ენისა და ინტელექტუალური, ე.წ. ,,I” ტესტი. დადებითი შეფასების შემდეგ მიემგზავრებიან რიგაში ან ლატვიის 7 ქალაქში მდებარე აკადემიის რომელიმე ფილიალში, სადაც სწავლა 25%-ით იაფია. მათ ”ბსა” უზრუნველყოფს შენგენის ვიზით, რაც ავტომატურად გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების უფლებას, ანიჭებს ლატვიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას და გამოუყოფს ადგილს აკადემიის საერთო საცხოვრებელში. “მასკი” აპლიკანტებს ეხმარება ლატვიაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში.
 პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სასურველია ერთი თვით ადრე შეიტანონ განაცხადი, რადგან ლატვიაში გასამგზავრებლად მრავალი ორგანიზაციული და იურიდიული საკითხის მოგვარებას გარკვეული დრო სჭირდება. 
`ორი დიპლომის პროგრამაზე” სწავლების დამთავრების შემდეგ გაიცემა ორი დიპლომი, `მასკისა” და `ბსა”. Aაბიტურიენტს შეუძლიათ სწავლა დაიწყოს თბილისში და წლის დაუკარგავად, შესაბამის კურსზე გადავიდეს ლატვიაში. 








ნანახია: 1042 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz