ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 4:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » ამოქმედდა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა
ამოქმედდა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა
1:44 PM
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნარკომანია ის სენია, რომელიც ერთ-ერთ უცვლელ რეალობად გასდევს ქართულ რეალობას. Aამ თემაზე ჩვენი გაზეთის წინა ნომერშიც შევაჩერეთ ყურადღება, ამჯერად კი ნარკომანიის, როგორც ავადმყოფობის მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებაზე - მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაზე ვამცნობთ ჩვენს მკითხველს.
  მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა აქამდე საქართველოში 2004 წლიდან ხორციელდებოდა “გლობალ ფონდ”-ის დაფინანსებით. A2008 წლის ოქტომბრიდან კი დაიწყო სახელმწიფო პროგრამა თანადაფინანსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტს თვეში 150 ლარის გადახდა უწევს.Eეს პროგრამა ამოქმედდება თბილისში, ქუთაისში, თელავში Fფოთში, ოზურგეთსა და გორში. ნარკოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, ბატონ მამუკა ლეჟავას განცხადებით, მეტადონური მკურნალობის დასაწყებად, პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: 1. პირი უნდა იყოს 25 წლის და ზევით; 2. უნდა გააჩნდეს ნარკოტიკების მოხმარების მინიმუმ 3 წლის სტაჟი; 3. მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს გავლილი მკურნალობის კურსი შესაბამის დაწესებულებაში და გააჩნდეს ოფიციალურად დადასტურებული ცნობა მკურნალობის შესახებ. 
  პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურად განსაზღვრული პროგრამით მიმდინარეობს. მას ექიმის მეთვალყურეობით დღეში ერთხელ ეძლევა მეტადონის ინდივიდუალურად განსაზღვრული დოზა. მკურნალობა ანონიმური არ არის, მაგრამ კონფიდენციალურია. მეტადონური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
  მამუკა ლეჟვას თქმით, პროგრამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რადგან :`ეს თითქოს ნარკომანის ხელშეწყობა გამოდის, თუმცა ბევრი დადებითი მხარეც აქვს: პირველ რიგში, ნარკომანი აღარ არის საზოგადოებისთვის საშიში, უწყნარდება ნერვული სისტემა, ყველაფერი მიმდინარეობს ექიმის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ.Aარის შემთხვევევი, როცა ადამიანები იკურნებიან ამ სენისგან, ხდებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, დადიან სამსახურში, პოლიციასთან აღარ აქვთ პრობლემები და ა.შ.
  მეტადონით ჩანაცვლების პროგრამა მალე ქალაქ გორშიც ამოქმედდება.










ნანახია: 1557 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz