ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » სტიდენტური თვითმმართველობის რეიტინგი
სტიდენტური თვითმმართველობის რეიტინგი
1:47 PM
TSU TIMES დაინტერესდა სტუდენტური თვითმმართველობის რეტინგით. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ სტუდენტები მის საქმიანობას, რით განასხვავებენ ამჟამინდელ თვითმმართველობას წინამორბედისგან და სტუდენტური ცხოვრების რომელ სფეროში უნდა იყოს მათი აქტიურობა გამსაკუთრებით მაღალი.
გვანცა ლაქიშვილი, სოციალურ და პოლიტიუკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი:
  ვინაიდნ, მე პირველი კურსის სტუდენტი ვარ, წინა თვითმმართველობას არ ვიცნობდი. რაც შეეხება ამჟამინდელს - მათი აქტიურობა მომწონს. თუნდაც ის, რომ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებულ აქციას გაუკეთეს ორგანიზება. ვთვლი, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას. 
ინგა ცქვიტიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 ჩემი აზრით, თვითმმართველობა პასიურია. ვისურვებდი გასართობი ღონისძიებების ჩატარებას და ხშირ ექსკურსიებს. 
მიხეილ ხატიაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
 ახლანდელი თვითმმართველობის საქმიანობა წინამორბედისგან განსხვავებით უფრო აქტიურია, მაგრამ არსებობს გარკვეული ხარვეზები და იმედია, გამოსწორდება. კარგი იქნება კონტაქტი სტუდენტებთან.
მჭედლიშვილი მედეა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
 ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ახლა დაიწყეს მუშაობა და მომავალში იმედია ბევრ რამეს გააკეთებენ. რაც შეეხება წინა თვითმმართველობას, შეხება არ მქონია.
შოთა კუკულაძე, სოციალურ და პოლიტიუკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 ბოლოდროინდელი არჩევნების შემდეგ არაფერი თვითმმათველობაში შეცვლილა, ისევ იგივე ხალხია თანამდებობებზე. საქმით კი არაფერს აკეთებენ. 
ნიკა ნოზაძე, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:
 ამჟამინდელ თვითმმართველობასთან შეხება არ მაქვს. რაც შეეხება წინამორბეს, მათ მიერ ორგანიზებულ აქციებს, მათში ხშირად ვმონაწილეობდი, ასევე დავდიოდი ექსკურსიებზე. 


ბალახაძე დარეჯანი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 ახლანდელი თვითმმართველობის საქმიანობით ჯერ - ჯერობით კმაყოფილი ვარ. მათი წინამორბედები კი არაფერს აკეთებდნენ. პირადად ჩემთვის ვისურვებდი სეზონურ ექსკურსიებ. 
ადამ აბულაძე, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
 თვითმმართველობის საქმიანობით ჯერ - ჯერობით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება წინა თვითმმართველობას, მათზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს და ამიტომ ვერ შევაფასებ. ვისურვებდი, ომის შედეგად დაზარალებულებს, უფრო მეტად დაეხმარონ. 
ნათია ხმალაძე, სოციალურ და პოლიტიუკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 ვერ ვხედავ თვითმმართველობის აქტიურობას. შეიძლება რამეს აკეთებენ, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ. არც წინა თვითმმართველობის საქმიანობის მესმოდა რამე. ძალიან მინდა, მეტი დრო დაუთმონ სტუდენტურ ექსკურსიებს და რაც ევალებათ, ის გაკეთონ.
თაკო ლომიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, II კურსი:
 თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად ვაფასებ, რაც შეეხება წინამორბედს, მათ შესახებ არ მსმენია. კარგი იქნება სტუდენტური შეხვედრების ორგანიზება, რათა ნათელი გახდეს ჩვენი პრობლემები და მოხდეს მათი გადაწყვეტა. 
თამთა რომანიშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
 ვისურვებდი, რომ თვითმმართველობა უფრო აქტიური და თავის მოვალეობების შემსრულებელი იყოს, რადგან მათ შესახებ იშვიათად მესმის. 
ქებურია ანა, დარეჯანი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფკულტეტი, III კურსი:
 ახლანდელი თვითმმართველობა, წინამორბედისგან განსხვავებით, აქტიურობს. ვისურვებდი სტუდენტების გასამხიარულებლად, ჩაატარონ მხიარული შეჯიბრებები.
სოფო ფანჩურიძე,იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
 თვითმმართველობასთან შეხება არ მაქვს და არ ვიცი, რას საქმიანობენ. ისე ძალიან მინდა ხშირი ექსკურსიები იყოს.
თეკლა ლომსაძე, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფკულტეტი, III კურსი:
 თვითმმართველობის შესახებ ზოგადად მსმენია. აქედან გამომდინარე, ვერ შევაფასებ, ვერც ახალს და ვერც ძველს. 
მზია გოგიჩაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:
 როგორც ვიცი, თვითმმართველობა, ხანდახან აწყობს ექსკურსიებს და გარკვეულ აქციებს, რაც კარგია, მაგრამ უფრო უნდა გაქტიურდნენ და ხშირი შეხვედრები მოაწყონ სტუდენტებთნ. 
თათა ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 თვითმმართველობის საქმიანობა? რაც მესმის დადებითად ვაფასებ. ისე დიდი შეხება არ მაქვს და ამის გამო, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. 
კავილაძე ილია, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
 ჩემი აზრით, თვითმმართველობა უფრო უნდა გააქტიურდეს. წინამორბედს ვერ შევაფასებ, ვინაიდან არ ვიცი მათი საქმიანობის შესახებ. 
ანი დოლიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV კურსი:
 ვფიქრობ, რომ დღევანდელი თვითმმართველობა რაღაცას აკეთებს, მაგრამ ამავე დროს ვისურვებდი, მეტად გააქტიურდნენ. მაგალითად, მოაწყონ ხშირი ექსკურსიები, გარკვეული სახის აქციები და სტუდენტებთან შეხვედრები
ნატა მურცხალაძე, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი:
 არ ვიცნობ მათ საქმიანობას და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. კარგი იქნება, თუ გააქტიურდებიან საერთაშორისო ღონისძიებებთან მიმართებაში და ბევრ სტუდენტს ჩართავენ აღნიშნულ ღონისძიებაში. 
თიკა ხუციშვილი, მაგისტრანტი:
 თვითმმართველობის საქმიანობას ვერც ადრე ვამჩნევდი და ვერც ახლა. არ ვიცი, შეიძლება რამეს აკეთებენ...




ნანახია: 957 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz