ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
პარასკევი, 2024-05-03, 10:06 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » ნოემბერი » 26 » საქართველოში ხელისუფლებები რევოლუიის გზით არ უნდა იცვლებოდეს!
საქართველოში ხელისუფლებები რევოლუიის გზით არ უნდა იცვლებოდეს!
1:48 PM
მოგეხსენებათ, 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის ხუთი წლისთავი აღნინიშნება. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ხელისუფლების რევოლუკციის გზით ცვლილებაზე და როგორ აფასებენ პოსტრევოლუციურ ხუთ წელიწადს. 
 ნატო სიხარულიძე, ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტი, IV კურსი:
  ჩემი აზრით, არ უნდა იცვლებოდეს რევოლუციის გზით, ვინაიდან ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. აუცილებლად დემოკრატიული არჩევნების გზით უნდა მოხდეს მთავრობების შეცვლა. წინა რევოლუცია შეცდომა იყო, იმიტომ რომ, კარგი არაფერი მოუტანია. 
თეონა თავაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
  არ უნდა იცვლებოდეს არავითარ შენთხვევაში. რევოუცია უკვე მოხდა და ჩვენ თავად ვნახეთ შედეგი.
მაიკო გაბულდანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი:
  სასურველია, არ იცვლებოდეს რევოლუციის გზით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელიც ახლა საქართველოშია, თუნდაც საარჩევნო კოდექსი, საჭიროა ისეთი რადიკალურ ზომას მივმართოთ, როგორიც რევოლუციაა. 2003 წლის რევოლუცია აუცილებელი იყო, მაგრმ მოვლენები როგორ განვითარდა, სხვა საკითხია. 
  საჯაია ქეთევანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
  არ უნდა იცვლებოდეს რევოლუციის გზით. სახელმწიფო ამ დროს კარგავს სტაბილურობას. წინა რევოლუციამაც არ გაამართლა. 
  ბაჩო კერესელიძე, ეკონომიკისა და ბიზნესისა ფაკულტეტი, IV კურსი:
  როცა სიტუაცია მოითხოვს, შეიძლება შეიცვალოს რევოლუციის გზით, მაგრამ უმჯობეისა მთავრობების მოსვა მოხდეს არჩევნების საშუალებით. წინა რევოუციამ მოგვიტანაკარგიც და ცუდიც.
გიორგი კვერნაძე, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
 ხელისუფლება არ უნდა იცვლებოდეს რევოლუციის გზით. რაც შეეხება პოსტრევოლუციურ ხუთ წელიწადს, თავიდან ხალხს წამდა, რომ კარგისკენ შეიცვლებოდა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, მაგრამ ასე არ მოხდა.თუ სახელმწიფო ჩემოყალიბებულია და აღიარებს დემოკრატიულ პრონციპებს, ხელისუფლბის შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. 
ვიკა ჯანხოთელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
 საერთოდ ჯობია, რომ ხელისუფლება არ იცვლებოდეს რევოლუციის გზით. ყოველგვარი ძალადობა ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის, საერთოაშორისო ავტორიტეტისთვის ,ცუდად მოქმედებს, მით უმეტრს თუ ეს დაპირისპირება ხდება ქვეყნის შიგნით. შინგანი გათიშულობა ბევრად დამღუპველია სახელმწიფოსათვის. 
მარიამ ფარადაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:
 რევოლუციის გზით არ უნდა იცვლებოდეს, იმიტომ რომ რევოლუციას კარგი არაფერი მოაქვს. რაც შეეხება წინა რევოლუციას, იყო როგორც კარგი, ისე ცუდი. 
თათია მელაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, II კურსი:
 რევოლუცია არ მიმაჩნია გამართლებულად. ვინაიდან, მას ყოველთვის მოყვება შიდა არეულობა და ეკონომიკისთვის ერთ - ერთი უარყოფითი ფაქტორია. ჩემი აზრით, 2003 წლის რევოლუციამ ეკონომიკას მიაყენა სერიოზული ზიანი მისი ზრდის თვალსაზრისით. ამ დროს მნიშვნელოვნად მცირდება ქვეყანაში ინვესტიციები.
 ნათია აბულძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი:
 მე პირადად მირჩევნია, ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. წინა რევოლუციას კარგი არაფერი მოუტანია ქართველი ხალხისთვის. 
თეონა სხილაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
 აღარ უნდა იცვლებოდეს. მოხდა უკვე რევოლუცია და არაფერი მოუტანია ჩვენთვის.
ლიკა გოლიაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი:
დენოკრატიულ სახელმწიფოში დემოკრატიული გზით უნდა ხდებოდეს მთავრობების შეცვლა. 
მარიამ ტყეშელაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, II კურსი:
 რევოლუციის გზით არ უნდა იცვლებოდეს. თუმცა 2003 წლის მერე, ბევრი დადებითი მოხდა საქართველოში. განხორციელებული რეფორმებიდან დადებითად შევაფასებდი განათლების რეფორმას, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს დახვეწას. პატრულის ინსტიტუტის შემოღებაც დადებითი მოვლენა იყო. თუმცა მეორე მხრივ, არაფერი გაკეთებულა დემოკრატიის ხარისხის ასამაღლებლად. ხალხის აზრი ძირითადად ჩახშობილია. დღეითვის არ არსებობს თავისუფალი მედია და სასამართლო. 
ეთერი ყურაშვილი, მაგისტრანტი:
 როცა ხელისუფლება არ ზრუნავს ხალხზე და ეს გრძელდება წლების განმავლობაში, მაშინ შეიძლება შეიცვალოს რევოლუციის გზით, მაგრამ ვარდების რევოლუციის მსგავსად ეს უნდა იყოს უსისხლო, მშვიდობიანი მოვლენა. 
თამუნა ნონიაშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი:
 ჩემი აზრით, ხელისუფლება რევოლუციის გზით არ უნდა იცვლებოდეს. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. მართალია, ხალხი თავიდან იმედის თვალით უყურებდა აღნიშნულ მოვლენას, მაგრამ ქვეყნის ,,აყვავება” დაიწყო შადრევნების გახსნით და არა სოციალურად დაუცველი ხალხის დახმარებით, რაც ძალიან სამწუხაროა. 
გიორგი გოგობერიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, IV კურსი:
 რა თქმა უნდა არა. ჯობია არჩევნების გზით მოხდეს მთავრობების ცვლილება...
ნონა ივანიშვილი, მაგისტრანტი:
 როცა ეს მოხდება უსისხლოდ და ხალხის ნება შესრულდება, რატომაც არა.. მაგრამ თუ ამას მოყვება მსხვერპლი, ძალადობით მოსული ხელისუფლება, ძალით წავა. 
ზვიადი სულაშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, III კურსი:
 ჩემი აზრით ხელისუფლება არ უნდა იცვლებოდეს რევოლუციის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ისეთი მართვის სისტემა, რომელიც არ აიძულებს ხალხს რევოლუციის მოწყობისაკენ. 
ლაშა ჩანქსელიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, IV კურსი:
 არავითარი რევოლუცია! ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. თუნდაც ,,უსისხლო” იყოს და თუნდაც სისხლიანი, რევოლუცია რევოლუციაა.
გია ალხანიშვილი, იურიდიული ფაკულტეტი, IV კურსი”
 ვინაიდან გვაქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რევოლუციაზე და ყოველგვარ არადემოკრატიულ პროცესებზე ფიქრს უნდა შევეშვათ. წინა რევოლუციაც საკმარისია.






ნანახია: 1054 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz