ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 7:58 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » მოლაპარაკებათა არსი
მოლაპარაკებათა არსი
1:11 PM

მოლაპარაკება დიპლომატიური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ფორმაა. დიპლომატიას ხშირად უწოდებენ მოლაპარაკებების ხელოვნებას. საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ მოლაპარაკებებია ერთადერთი საშუალება პრობლემათა მოწესრიგების დარგში.  მოლაპარაკებების მნიშვნელობა და მათი გამართვის ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა მე-20 საუკუნეში. დადებითი შედეგების მიღწევა მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებისგან მოითხოვს მოლაპარაკებების ტექნიკის კარგ ცოდნას, განსხვავევბული აზრისა და საკითხებისადმი მიდგომის  ხელოვნებას, მხარეთა ინტერესთა ბალანსის ძიებას.  მოლაპარაკებები შეიძლება იყოს ორმხრივი და მრავალმხრეივი. ისტორიულად ძირითადად განმოიყენებოდა ორმხრივი მოლაპარაკებები. მრავალმხრივი მოლაპარაკებები ძირითადად თანამედროვე მსოფლიოს სპეციფიკიდან გამომდინარეობს.                                                                                           როჯერ ფიშერი და  ვილიამ იური თავიანთ ბესტსელერ წინგში  წარმატებული მოლაპარაკებების შესახებ” გამოყოფენ მოლაპარაკებების 3 სტრატეგიიას: 1. რბილი, რაც გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ერთ-ერთი მონაწილე გაურბის კონფლიქტს  შეთანხმების მიღწევის სურვილით და ამის გამო მიდის სათმობებზე.   2. მკაცრი სტილი, როცა    ერთი მხარე     განიხილავს მოლაპარაკებას, როგორც შეჯიბრს, ამ მხარის პოზიცია მყარია და იგი სასურველ შედეგს აღწევს, მაგრამ უხეშად, ასევე უხეშ დამოკიდებულებას აწყდება მეორე მხარისგან. 3.”პრინციპული მოლაპარაკებები”  - აღნიშნული მიდგომა განკუთვნილია გონივრული შედეგის ეფექტური და მეგობრული გზით მიღწევისთვის. მოლაპარაკებათა სტრუქტურა ორ სტადიას შეიცავს : მოსამზადებელსა და უშუალოდ  მოლაპარაკებების სტადიას. მოსამზადებელი სტადიის დროს განიხილება საორგანიზაციო საკითხები, აგრეთვე მიზნები, ამოცანები, ინტერესები, რომლებსაც მონაწილე მხარეები უკავშირებენ მოლაპარაკებების პროცესს. უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესზე დგება საპროცედურო საკითხები, ზუსტება პოზიციები, შეთანხმების ჩარჩოები, მიმდინარეობს დისკუსიები, მიიღება საბოლოო დოკუმენტი.                                                                მოლაპარაკებების დროს შესაძლოა მოხდეს მხარეთა ინტერესთა თანხვედრა ან განსხვავება, ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დარწმუნების პრინციპს. თუმცა ეს უკანასკნელი არ ნიშნავს პარტნიორის გატეხვას. ის უნდა შეესაბამებოიდეს ორივე მხარის  ინტერესებს.  ა.იდენი, ინგლისის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა - ”ყველაზე საუკეთესოდ ითვლება ისეთი დიპლომატია, რომელიც ღწევს თავის მიზანს და მეორე მხარეს საკმაოდ კმაყოფილს ტოვებს. ”                                                                                                                                                           უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შეხვედრაზე დროზე მისვლას. ”პუნქტუალურობა არის საქმიანობის სამკაული” -წერენ გერმანელი დიპლომატები.                                                                                                                                                  მოლაპარაკებეში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნულ ხასიათს, სტილს, რომელშიც აირეკლება ეროვნული კულტურა, ისტორიული წარსული, წეს-ჩვეულებები, მაგ:                          გერმანიაში ყველაზე რთულ შეკითხვებს მოლაპარაკებების დასაწყისში სვამენ. გარკვეულწილად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ესპანელები შეთავაზებულ წინადადებებს რეალურად ვერ აფასებენ, მათ ყველა წვრილმანი არ აინტერესებთ, სამაგიეროდ პიროვნებებს სწავლობენ და საქმიან კონტრაქტს მხოლოდ იმ შემთხვევაშიმ ამყარებენ.   შვედები და ფინელები  პარტნიორებისგან ახალ იდეებს ელიან, მათ მოსწონთ როცა სხვები თანამედროვედ თვლიან. ფრანგებისათვის მოლაპარაკება რაღაც საზოგადოებრივი მოვლენაა, საზეიმო ფორუმია,სადაც თავიანთი საზრიანობისა და მიხვედრილობის დემონსტრაციის საშუალება ეძლევათ. მათთვის მნიშვნელოვანია ლოგიკა და რაციონალური არგუმენტაცია.                                                                                                                            ამერიკელები მოწადინებულნი არიან მიაღწიონშეთანხმებას, რადგან მას განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას , რომელიც შეიძლება აღარ გამეორდეს.                                                                             ნებისმიერი მოლაპარაკება მოითხოვს გადაწყვეტილების  მიღებას, რომელიც საბოლოოა და შესასრულებლად სავალდებულო.  ამდენად მოლაპარაკება ეს არის დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კამათის თავიდან აცილებას ან დაპირისპირების მოგვარებას და აკმაყოფილებს სხვადასხვა ხალხის ინტერესებს. მისი წარმატებული განვითარებისთვის საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა, მოლაპარაკების დაგეგმვა და მისი განხოირციელება. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავ კონფლიქტურ სიტუაციას ვხვდებით   მშვიდობის ერთადერთი გარანტი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატია შეიძლება იყოს

ნანახია: 1658 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz