ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 4:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » საითკენ მივყავართ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ჩიხს?
საითკენ მივყავართ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ჩიხს?
1:16 PM
მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. კრიზისი, ყველაზე პოპულარული სიტყვა გახდა. ასე თუ ისე, ის ყველას შეეხო. ვიღაცას ხელფასი შეუმცირეს, ვიღაცა გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ზოგს კი კრედიტი არ მისცეს. ფინასნსური კრიზისის ნიშნები საქართველოშიც შეინიშნება. განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენების შემდეგ აისახა ქართულ ეკონომიკაზე ის სიძნელეები, რაც კრიზისს მოსდევს. მართალია, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ისეთი მახასიათებელი პროცედურები არ დაწყებულა, როგორიცაა სამსახურებიდან გათავისუფლება, საწარმოების დახურვა და ხელფასების შემცირება, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2009 წლის თებერვლიდან, კრიზისი მნიშვნელოვან ასახვას ჰპოვებს ქართულ ეკონომიკაზეც. ამას თავად ბიზნესმენებიც ადასტურებენ. “თი-ბი-სი” ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 1 წლის განმავლობაში, ბანკი წყვეტს ახალი თანამშრომლების მიღებას და აქვე იმედოვნებს, რომ  ძველი თანამშრომლების შემცირების საჭიროება არ დადგება.
     დღეისათვის, კრიზისმა ყველაზე ძლიერი ასახვა ეროვნულ ვალუტაზე ჰპოვა. ნოემბრის თვის განმავლობაში ლარის კურსმა საგრძნობლად იწყო კლება. საქართველოს სავალუტო ბაზარზე 2 წელიწადზე მეტია, ლარის კურსის სტაბილური გამყარება ფიქსირდებოდა. 2007 წლის დასაწყისში, აშშ დოლარის ნომინალური გაცვლის ოფიციალური კურსი შეადგენდა 1,7135 ლარს, ხოლო 31 დეკემბერს _ 1.5916 ლარს. 2008 წელს ლარის გამყარება გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, უკვე 1,42 ლარს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში, იგი ხელოვნურად იყო შენარჩუნებული. ნოემბრის თვის დასწყისში, ლარმა მკვეთრი კლება განიცადა და დღეისათვის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, 1,65 ლარს შეადგენს, ანუ დაფიქსირდა კურსი, რომელიც წლის დასაწყისისთვის არსებული კურსზე 0.05 ერთეულით მაღალია. ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, კურსის 16%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ეროვნული ბანკი გარკვეული დროის მანძილზე, ხელოვნურად ცდილობდა კურსის გამყარებას აშშ დოლართან მიმართებაში, თუმცა ამ ხელოვნური გამყარების ხერხმა არ გაამართლა და საბოლოოდ ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი ვარდნა განიცადა.
   საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი ხელისშემწყობი გარემოებაა, პრივატიზების პროცესის შეჩერება. საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების უმეტესობა ან საერთოდ არ იყიდება ან დაგეგმილზე გაცილებით მცირე ფასად. პრობლემები შეიქმნა უკვე შეთანხმებულ ინვესტიციებზეც, რადგან ინვესტორების უმეტესობა ერიდება პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ჩაიშალა გრანდიოზული პროექტი, `კალა კაპიტალი,” რომელსაც კახი კალაძე ანხორციელებდა. მასში დიდი ფული უნდა ჩადებულიყო.
  ეკონომიკური კრიზისი აისახება, ასევე პროდუქტების ფასებზე. საგრძნობლად მოიმატა ფასებმა სურსათზე და ყოველდღიური, მოხმარების ნივთებზე, რამაც ასახვა ჰპოვა საარსებო მინიმუმზეც, რომელიც რამდენიმე ლარით გაიზარდა. 
   კრიზისი შეეხო მსოფლიოს ისეთ საწარმოებს, როგორებიცაა: “სონი”, “ტოიოტა”, “ფიატი”. 1946 წელს, იაპონიაში დაარსებული კომპანია “სონი”, რომელიც წლების მანძილზე, მსოფლიოს უმდიდრესი კორპორაციების ათეულში შედიოდა, დღესდღეისობით, მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავის გადასარჩენად იბრძვის.
   უმძიმესი მდგომარეობაა ავტომობილების მწარმოებელ საწარმოებში. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური კრიზისი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მანქანების გაყიდვაზე. ექსპერტების ვარაუდით, 2009 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვა მთელი 80%-ით იკლებს. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ავტო-კრედიტების მიღება აღარ არის ისეთი ადვილი, როგორიც კრიზისამდე იყო. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ავტომობილებზე ფასების კოლოსალურად კლებას. სავარაუდოდ, 2009 წლის მარტისთვის, როგორც მთელ მსოფლიოში, ისევე საქართველოშიც, ავტომობილები 50-60%-ით გაიაფდება. კომპანია `ფიატის” პრეზიდენტის, სერჯიო მარჩიონეს განცხადებით, ძალიან ბევრი ავტომწარმოებელი ისე მოკვდება, როგორც დინოზავრები გადაშენდნენ თავის დროზე. ცნობილი იტალიელის განცხადებით, ორ წელიწადში ამერიკული და გერმანული მხოლოდ თითო, ერთი იაპონურ-ფრანგული, ერთი ჩინური და ერთიც ევროპული ავტოკომპანია შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ანუ გადარჩებიან ისინი, ვინც ყოველწლიურად 5 მილიონ მანქანას უშვებენ. ასეთები კი არიან: `ტოიოტა”, `ჯენერალ მოტორსი”, `ფოლკსვაგენი”, `ფორდი” და `რენო/ნისანი”.
    ფინანსური კრიზისი გახდა ნავთობის გაიაფების მიზეზი. უკანასკნელი 2 თვის მანძილზე, საწვავზე ფასმა საგრძნობლად იკლო და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლება 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი ვითარება გამოსწორდება და ფასები კვლავ მოიმატებს. ეს სიტუაცია აშინებთ ნავთობმაგნატებს, რომლებიც ინტენსიურად იკრიბებიან და მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ, მაგრამ კრიზისი, ჯერჯერობით, მათ არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ბარელზე ფასი მოუმატონ.
   განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხო კრიზისი რუსეთს. ბოლო 10 დღის განმავლობაში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, უმუშევართა რიცხვმა 1500000 ადამიანს მიაღწია და ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს. იკეტება საწარმოები, დამსაქმებლები ათავისუფლებენ დასაქმებულებს, მიმდინარეობს ხელფასების კლება. რუსეთის ეროვნული ვალუტა -  რუბლი, ფაქტობრივად, დღითიდღე უფასურდება. კრიზისი ეხება ასევე კომპანია `გაზპრომს”, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების სიაში მესამე ადგილიდან მთელი 16 საფეხურით დაქვეითდა და ახლა მე-19 ადგილს იკავებს. საწარმოების დახურვის მთავარ მიზეზად, მეწარმეები მომხმარებლის პასიურობას ასახელებენ. ისინი კი, ვისაც გასამრჯელო შეუმცირეს, უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობას ისევ დაბალი ხელფასი სჯობია. მართალია, რუსეთის ფედერაცია ასეთ მდგომარეობაში იმყოფემა, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ქვეყანა კრიზისს თავს მალე დააღწევს.
   კრიზისი შეეხო, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებს, სადაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სიტუაციიდან თავის დასაღწევად. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები უკვე თანხმდებიან ერთიანი სამოქმედოი პროგრამის მიღებისათვის, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იქნება.
   ალბათ, თითოეული ჩვენგანი ვაანალიზებთ, თუ რა შედეგებამდე შეიძლბა მიგვიყვანოს ეკონომიკურმა კრიზისმა. სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს გზა, რათა მდგომარეობა დაძლეული იქნეს. ასე გაგრძელების შემთხვევაში, მსოფლიო დადგება კატასტროფის წინაშე, რისი აცილებაც ძალიან ძნელი, თითქმის გარდაუვალი იქნება. დაიკეტება ბევრი დიდი კომპანია, განხორციელდება დასაქმებულთა მასობრივი შემცირება, ხელფასების კატასტროფული ვარდნა, დახლებიდან გაქრება პროდუქტი.
კრიზისი შეეხებათ მილიონერებსაც და ბევრი მათგანი გაკოტრდება კიდეც. მოკლედ, რომ ვთქვათ, საჭიროა კრიზისი დაძლეული იქნას უმოკლეს დროში, თორემ შეიძლება მსოფლიო ეკონომიკური უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს
   იფხიზლეთ ხალხო, კრიზისი დასაძლევია! იგი ჩვენგან არც ისე შორსაა!
ნანახია: 1313 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.8/5 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz