ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 22 » საძიებო სისტემები: სტუდენტის საუკეთესო “მეგობრები”
საძიებო სისტემები: სტუდენტის საუკეთესო “მეგობრები”
1:21 PM
კვლევების ჩატარება, სამეცნიერო თუ საკონფერენციო ნაშრომზე მუშაობა, ან თუნდაც რეფერატისათვის და სემინარისათვის დამატებითი მასალის მოძიება სტუდენტური მუშაობის განუყრელი ნაწილია. სურვილი ერთია, შესაძლებლობები კი სულ სხვა: ხშირად სურვილი კი გვაქვს გავიგოთ უფრო მეტი ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ, მაგრამ წიგნებსა თუ ჟურნალებში საკითხის გარშემო მასალა თითქმის არ არსებობს. რა უნდა ქნას სტუდენტმა, რომელიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება? თუ თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ფლობთ რომელიმე ევროპულ ენას (სასურველია, ინგლისურს) და მეტ ნაკლებად ერკვევით ინტერნეტში, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა: გაგაცნობთ მსოფლიოში პოპულარულ საძიებო სისტემებს, მათში შენახულ ინფორმაციასა და მოხმარების წესს. ეს ხელს შეგიწყობთ, მცირე დროში დიდი მოცულობის ინფორმაცია მოიპოვოთ.
 1) www.wikipedia.org– ესაა ინტერნეტ-ენციკლოპედია, რომლის მოხმარებაც უფასოა და რომელიც შეიცავს ინფორმაციას თითქმის ყველაფერზე. ცუდი ფაქტორია ის, რომ სამეცნიერო ნაშრომებში მისი წყაროდ მითითება არ შეიძლება: გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერს შეუძლია მასში არსებული ინფორმაციის შეცვლა, ეს საიტი განსაკუთრებული ნდობით არ სარგებლობს. გამოგადგებათ ორ შემთხვევაში: ა) თუკი არ იცით საიდან დაიწყოთ ძიება, შედით მოცემულ საიტზე და ის მოგცემთ ზოგად ინფორმაციას თქვენი ძიების საგანზე; ბ) ეს საიტი შეიცავს მასში არსებული ინფორმაციის წყაროებს: წიგნების, ჟურნალების, ვებ-გვერდების დასახელებებს, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ. მოცემული საიტი არსებობს ათეულობით ენაზე (მათ შორის ქართულადაც), ასე რომ დასაწყისისათვის ყოველთვის გამოსადეგია.
 2) www.findarticle.com – მოცემულ ამერიკულ საიტზე დევს ასიათასობით სტატია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ გაინტერესებთ, რა ახალი ამბებია დაკავშირებული თქვენს მიერ საკვლევ თემასთან, ეს საიტი სწორედ თქვენთვისაა. მას გააჩნია სპეციალური საძიებო სისტემა, რომელშიც შეგყავთ სიტყვა და აძლევთ ბრძანებას “ძებნა”. ძიების რეზულტატში თქვენ ნახავთ ათობით სტატიას, რომელიც მოცემულ სიტყვასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით ბევრი მასალაა იურისტების, პოლიტოლოგებისა და ეკონომისტებისთვის. საიტზე შესვლა უფასოა.
 3) www.questia.com– ქვესტია ინტერნეტ-ბიბლიოთეკაა. ესაა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზე დაწერილი წიგნებისა და ჟურნალების უდიდესი ინტერნეტ-კოლექცია. საიტი ფასიანია და საჭიროებს გაწევრიანებას, თუმცა გარკვეული მასალის მოპოვება გაწევრიანების გარეშეც შეიძლება. შეიცავს როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულ მასალებს. ვებ-გვერდს აქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც ნაშრომზე მუშაობისას სწორად ციტირებაში დაგეხმარებათ.
 4) www.jstor.org – აშშ-ში შექმნილი ჟურნალების ინტერნეტ-არქივი, რომელიც დაარსდა 1995 წელს და დღევანდელი მდგომარეობით მოიცავს რამდენიმე ასეული ცნობილი ჟურნალის ყველა გამოცემას (ყველაზე ადრეული გამოცემა, რომელიც მასშია შენახული, 1665 წლით თარიღდება). დღესდღეობით, მოცემულ ვებ-გვერდს საკუთარ მასალას აწვდის 443 გამომცემლობა. მასში შენახულ საკითხთა წრე ძალზე ფართოა. მოცემულია მასალა სხვადასხვა ენაზე. საიტი ფასიანია. სრულად ხელმისაწვდომია საჯარო ბიბლიოთეკაში.
 5) www.westlawinternational.org – ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული საძიებო სისტემა მთელ მსოფლიოში. შექმნილია აშშ-ში. შეიცავს 23000-ზე მეტ წყაროს, სადაც მოცემულია ინფორმაცია სამოსამართლო სამართალზე,  ფედერალურ და შტატების კანონებზე, სტატიებზე ჟურნალ-გაზეთებიდან, სამართლის მიმოხილვებს, საერთაშორისო აქტების ტექსტებს და უამრავ სხვა ინფორმაციას. აქვს ე.წ. “თერმს ანდ ჩონნეცტორს” და “Nატურალ Lანგუაგე”ტიპის საძიებო სისტემები. პირველის გამოყენებისას ძებნა ხდება სპეციალური სიმბოლოებით, რომლებიც მითითებულია საძიებო გრაფის ქვეშ, ხოლო მეორის გამოყენებისას – ისევე როგორც ყველა სხვა საძიებო სისტემაში. განსხვავება იმაშია, რომ პირველი საძიებო სისტემა (სწორად გამოყენების შემთხვევაში) გაცილებით ზუსტია და გვაძლევს უკეთეს შედეგებს. აქვს ე.წ. “Kეყჩიტე” სისტემა, რომელიც გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ და შესაძლებლობას გვაძლევს გავიგოთ, თუ მოცემული ტიპის რამდენი სხვა საქმე იქნა განხილული, რამდენ საქმეში იქნა მსგავსი თუ განსხვავებული განაჩენი გამოტანილი. აქვს უამრავი მომსახურება, მათ შორის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნის სერვისი. დოკუმენტი იგზავნება სრულად, იმ ფორმატში, რომელიც ვებ-გვერდზე შესულმა პირმა მოითხოვა.
 ინფორმაცია ძირითადად ინგლისურ ენაზეა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა და სასამართლო გადაწყვეტილებები მოცემულია ასევე სხვა ენებზეც.
 საიტი ფასიანია. უფასოდაა ხელმისაწვდომი საქართველოს პარლამენტსა და საჯარო ბიბლიოთეკაში.
 6) www.lexisnexis.com– ჟურნალ-გაზეთების, იურიდიული დოკუმენტებისა და პუბლიკაციების საძიებო ინტერნეტ-არქივი. ძალიან გავს წესტლაწ-ს. ითვლება რომ ესაა მსოფლიოს საჯარო ჩანაწერების, გამოუქვეყნებელი იდეების, ფორმების, სამართლის, ბიზნესის და ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის უდიდესი ინტერნეტ-კოლექცია. სტუდნტებისათვის სპეციალურადაა შექმნილი “აცადემიც” სექცია, სადაც მოსახერხებელია იურიდიული და ეკონომიკური დოკუმენტებისა და სიახლეების მოძიება. საიტის ძირითადი ენაა ინგლისური, მაგრამ განშტოება ლეხის.ცომ-ის მასალები არსებობს რამდენიმე სხვა ენაზეც. ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია თსუ-ს იურიდიულ ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ცენტრში.
 7) www.heinonline.org – 2000 წელს დაარსებული იურიდიული ინფორმაციის შემცველი საიტი. გამოიყენებენ ძირითადად ისტორიული კვლევებისათვის, ვინაიდან აქვს სამართლის მიმოხილვათა მდიდარი ბაზა (ზოგიერთი ჟურნალი 1800 წლითაც კი თარიღდება). გავს ბოლო ორ ინტერნეტ-სისტემას, უბრალოდ მასში ახალი ამბების საძიებო სისტემა შეზღუდულია, ხოლო ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას ინფორმაციას აგზავნის მხოლოდ PDF ფორმატში. ეს ვებ-გვერდიც ხელმისაწვდომია თსუ-ს იურიდიულ ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ ცენტრში.
 ასე რომ, თუ კვლევების ჩატარება გიყვართ, მოცემული ვებ-გვერდების მისამართებკი უკვე იცით. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. ერთი რამ კი უეჭველია: თუ ბეჯითი ხართ, საინტერესო იდეები გაქვთ და დროის ფასი იცით, ეს ვებ-გვერდები თქვენი საუკეთესო “მეგობრები” არიან.
ნანახია: 1259 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz