ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 23 » `ოდნაკლასნიკის” ახალი სერვისის მიმართ ყურადღება გვმართებს
`ოდნაკლასნიკის” ახალი სერვისის მიმართ ყურადღება გვმართებს
3:49 PM
ქართულ ინტერნეტ სივრცეს უკვე რახანია ახალი `ვირუსი”  “ოდნაკლასნიკები” შეეყარა. ამ ახალმა პროგრამამ, რომელიც კონტაქტის შეუზღუდავ საშუალებას იძლევა, ერთიანად დაიპყრო არა მხოლოდ თინეიჯერების, არამედ ყველა თაობის გული. ეს რუსული პროგრამა მომხმარებელს აძლევს შანსს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი ადამიანი იპოვოს. მისი გამოყენება ძალზე მარტივია. რეგისტრაციის შემდგომ თქვენ ხსნით საკუთარ მონაცემთა ბაზას, შეგყავთ მეგობრების ფოტოები, თქვენი სკოლის ნომერი, შემდგომ კი თქვენთან კონტაქტის საშუალება ექმნებათ თქვენი მეგობრების მეგობრებს, მათ მეგობრებს და ასე დაუსრულებლად. “ოდნოკლასნიკებში” თითქმის მთელი საქართელოა გაწევრიანებული. ვის არ შეხვდებით აქ _ კულტურის, სპორტისა თუ პოლიტიკის წარმომადგენლებს, მსახიობებს, რომლთანაც კონტაქტი საკმაოდ იოლდება.
მრავალი ადამიანი საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენისთვის საიტზე მისი ცხოვრების საუკეთესო სურათებს ათავსებს, სპეციალურად იხდის ფულს, რათა გაიკეთიოს ე.წ. `ბუკი”, იგივე ფოტოალბომი, რომლის გაკეთებაც საკმაოდ დიდი თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული.
მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათ მიერ `ოდნაკლასნიკებში~  განთავსებული სურათები, მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. ამავე პრინციპით მოქმედებდა ნასტია, როცა `ოდნაკლასნიკებისათვის” ცნობილ ფოტოგრაფთან 45 სურათი გადაიღო, რაც სამი ათასი ლარი დაუჯდა, თუმცა გოგონა გადახდილ თანხაზე არ წუხს და ახლა თავი `ოდნოკლასნიკების” ღირსეულ წარმომადგენლად მიაჩნია.
  `ოდნოკლასნიკი” ყოველ დღე ახალ-ახალ მომსახურებს სთავაზობს მომხმარებელს. ახლახან დაინერგა ახალი მომსახურება, რომლითაც ყველა შეტყობინების წაკითხვაა შესაძლებელი, რომელიც კი შენთვის, ან შენი მეგობრებისათვის შენ, და არამარტო შენ, შესახებ დაუტოვებიათ. ცოტამ თუ იცის ამგვარ ფათურს და შეუზღუდავ სივრცეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბევრია მაგალითები იმისა, თუ  რამდენმა ადამიანმა დაკარგა მეგობარი ან საყვარელი პიროვნება სწორედ `ოდნაკლასნიკების” გამო.
 ნიკა და ლიკა 3 წელი იყვნენ შეყვარებულები, სანამ ერთ დილით, ლიკამ საკუთარი შეყვარებულის საიტზე, მის სურათზე გაკეთებული საშინელი წარწერა არ ნახა, რომელიც მის ფიზიონომიას შეეხებოდა და თავისი შეყვარებულისა და მისი მეგობრის მიერ იყო გაქილიკებული იმ იმედით, რომ ამ წარწერას ადრესატი ვერასოდეს ნახავდა. რა თქმა უნდა, პასუხი კავალერს  მოეთხოვა, თანაც საკმაოდ მკაცრადაც, საბოლოოდ კი 3 წლის ნალოლიავები სიყვარული `ოდნოკლასნიკებმა” მარტივად დაანგრია.
 ამგვარი ფაქტები უხვადაა, თუმცა ჩანს, ქართული საზოგადოება `ოდნოკლსნიკის” მანიით იმდენადაა დაავადებული, რომ მის გარეშე არსებობა ძნელად თუ წარმოუდგენიათ. ადამიანები  `ოდნოკლასნიკებისაგან~ მიღებული სარგებელს უფრო დიდად აფასებენ,  ვიდრე ზიანს, რომელმაც შეიძლება მათ მეგობრები, ქმრები ან შეყვარებულები დააკარგვინოს.

ნანახია: 961 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz