ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 7:24 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ განახლებული საიტი
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 544
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » მე მიყვარს ჩემი თაობა და მინდა მათ რაღაც საოცრება მოახდინონ”
მე მიყვარს ჩემი თაობა და მინდა მათ რაღაც საოცრება მოახდინონ”
9:40 PM
გერმანიაში 2008 წლის მარტიდან ვიმყოფები, პირველი 6 თვე ანუ ჩემი საბაკალავრო პროგრამის ბოლო სემესტრი Hამბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დავყავი და ბოლონიის პროცესის წყალობით, ჩემი საგამოცდო ნიშნების აღიარება თსუ-ში სათანადოდ წარიმართა. .ჰამბურგში ვიმყოფებოდი პროგრამა ”COPERNICUS”-ის ფარგლებში. ეს პროგრამა საკმაოდ საინტერესო იყო.გარდა იმისა, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა მქონდა, აქტიურად ვმონაწილეობდი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებზე გამართულ დისკუსიებსა და სემინარებში. თავად პროგრამის მიზანიც აღმოსავლეთ ევროპის წინსვლის იდეას უკავშირდება. რაც შეეხება კოელნს, კოელნში უკვე სამაგისტრო პროგრამით ვიმყოფები გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის  დაფინანსებით. კოელნი ჩემი არჩევანი იყო და ახლა ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე...
  გერმანიიდან ყოველთვის უფრო მეტად ქართველი ვბრუნდები. აბსოლუტური სიზუსტით ვგრძნობ ყველა იმ დადებითს, რაც ღმერთმა საქართველოს დაამადლა და რისი გაზიარების შანსიც აქვს თითოეულ ჩვენგანს, თუკი გადაწყვეტს, რომ გაიგოს - რა არის ქართველობა. გერმანიამ გამხადა უფრო მომთმენი და საოცრად მშვიდი. ყველაფერს ვუყურებ, როგორც მოგვარებად კატეგორიას და წუწუნი გამორიცხულია. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც მიმაჩნია, რომ ქართველი იურისტებისათვის ყველაზე შესაფერისია სწავლის გასაგრძელებლად. აქ ხომ საუნივერსიტეტო ცხოვრება ყვავის. სტუდენტი, შეიძლება  ითქვას, რომ პრივილეგირებულია. უფასო მგზავრობის მარტივი კომფორტიდან დაწყებული საზოგადოების მხრიდან აქცეპტირების მაღალი ხარისხით დასრულებული. სახელმწიფო და უნივერსიტეტი სტუდენტს ყველა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება და რჩება ერთი საერთო იდეა, რომ ყველამ საკუთარ შესაძლებლობებს შეჯიბრი გაუმართოს. ამასთან აქ არსებობს ერთი გენიალური მოქმედი იურიდიული  პირი ე.წ. შტუდენტენწერკ, რომელიც სტუდენტური ცხოვრების ყველა სფეროს აგვარებს - ბინიდან დაწყებული, სტუდენტების შვილების საბავშვო ბაღებით გაგრძელებული და სასადილოებით დასრულებული. მოკლედ, გერმანიამ სოციალური გამხადა: სახლზე და საყოფაცხოვრებო საკითხებზე აქამდე არ მიფიქრია.  
  მახსოვს, ერთ გერმანელ პროფესორთან ვსაუბრობდით უცხოელი სტუდენტები და ერთმა  აღმოსავლეთ ევროპელმა სტუდენტმა ხაზი გაუსვა გერმანელი სტუდენტების სიბეჯითეს, პროფესორმა კი ღიმილით მიუგო, რომ გერმანელებს, როგორც ყველა მათ თანატოლს, გართობა ყველაფერს ურჩევია, მაგრამ რთულია ცხოვრება და იმ კონკურენციის პირობებში, რაც გერმანულ სამუშაო ბაზარზეა, თავგანწირული შრომის მეტი აღარაფერი დარჩენიათო. უნივერსიტეტი ჩემთვის იყო ოცნება და როცა ჩავაბარე, კარგად ვიცოდი ახდენილ ოცნებას როგორ უნდა მოვპყრობოდი. უნივერსიტეტი სკოლა არ არის. სტუდენტი უნივერსიტეტსში უკვე სწავლისთვის მომზადებული ფსიქიკით უნდა  შევიდეს. ევროპულ სტანდარტთან მიახლოვებაც სწორედ ამას უკავშირდება. ქვეყანა (რომელსაც აქვს ტრადიცია განათლებული ადამიანებისადმი პატივისცემისა) უნდა დაეხმაროს მშობლებს, სკოლას და უნივერსიტეტს, რომ სტუდენტების მოტივირებულობის სათანადო დონე შეიქმნას.
  ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება ლექციებით. კოელნი წვიმიანი ქალაქია, თუმცა ამინდის მიხედვით, ხასიათი არ მეცვლება და ლექციებზე წასვლას ხელს ვერაფერი მიშლის. მყავს პროფესორები, რომელთა წიგნები ხელში მჭერია, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი მათ ლექციებზე ყოფნის შესაძლებლობა თუ მექნებოდა. ლექციები საინტერესოა და ითხოვს მთელ ყურადღებას: ხშირად დიალოგის ფორმაა - ლექტორი სვამს შეკითხვას და არ გააგრძელებს საუბარს, ვიდრე რომელიმე სტუდენტს სწორი პასუხის გაცემას `არ აიძულებს.” აქ  ყველა  გამოცდას გერმანელ სტუდენტებთან ერთად ვაბარებ. ყველამ გამიცნო, თუ რომელი ქვეყნიდა ვარ და საქართველო ზოგს სასიამოვნო ღიმილს გვრის და ზოგსაც მეზობლისგან დაჩაგრული ქვეყნის იმიჯი ახსენდება. თითქმის ყველა პროფესორი კარგად არის ინფორმირებლი საქართველოს რეალობის თაობაზე. საერთაშორისო სამართლის ლექიებზე ხშირად იყო საუბარი, რა განსხვავებაა კოსოვოსა და აფხაზეთს თუ სამაჩაბლოს შორის. ევროპაში სწორედ იციან ყველაფერი, რომ ქართველებს არავისთვის გენოციდი არ მოუხდენიათ. ლექციები საკმაოდ დიდხანს გრძელდება. შემდეგ სახლში მივდივარ. გერმანიის სხვა ქალაქებში სწავლობენ ჩემი მეგობრები. ერთი თვის წინ შევხვდი ბევრ მათგანს და მათთან ყოფნის ემოციები დღესაც თან მდევს. საქართველო არის ჩვენი ფიქრების მთავარი ნაწილი. ჩემი თავისუფალი დრო მიაქვს საყოფაცხოვრებო ასპექტებს. ქართული საჭმელების მომზადება ჰამბურგში მომიხდა, როცა აღმოსავლეთ ევროპის საღამოები გაიმართა. გერმანელებს მოწონთ ყველაფერი. ჰამბურგში მყავდა მეგობრები: უკრაინელი, რუმინელი, უნგრელი და რუსი, თუმცა ჰამბურგამდეც Mუენსტერის საზაფხულო სკოლაში მქონდა შესაძლებლობა გამეგო, რას ნიშნავდა ინტერნაციონალური ურთიერთგაგება. ასევე, თავისუფალ დროს ვკითხულობ `კვირის პალიტრას” და მიმძაფრდება ფიქრები საქართველოზე: ვიცი, რა მძიმე რეალობაში მომიწევს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ამასწინათ ერთმა გულიც კი მატკინა: `დაანებეთ თავი იმ აფხაზეთს და განვითარებაზე იფიქრეთო.” ეს აბსურდი, რომ არის, ესეც იციან ევროპელებმა. ჯერ ერთი წელიც არ გასულა და უკვე ორჯერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა. მეორედ საომარი ვითარების შემდეგ ვიმყოფებოდი: გერმანიაში ტელევიზიის ყურებას ჩემს ქვეყანაში ყოფნა ვარჩიე. ომმა დამთრგუნველი აღმოჩნდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი ჩემი თაობისთვის ასეთი სიცხადე კიდევ თუ განმეორდებოდა, მაგრამ 2009 წელს კოელნში შევხვდები. ახლა, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, ერთი სურვილი მაქვს: ყველა ახლგაზრდას ვუსურვო შეინარჩუნონ ის თვისებები, რაც უნდა ჰონდეს მომავალ თაობას: ახალგაზრდა იმით განსხვავდება უფროსისგან, რომ უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს სიმართლის, ერთგულების, მეგობრობის, ცხოვრებასთან ჭიდილის, რომ ბოროტებას ხარკი არ უნდა უხადო.…მინდა ქართველს შეეძლოს დინების საწინააღმდეგო ცურვა. იცი, სულ ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრები ორ ფრონტად იბრძოდნენ: ერთი მხრივ მიწა-წყლის და მეორეს მხრივ ცხოვრების წესის შენარჩუნებისათვის. ცხოვრების წესის შენარჩუნება კი ძალიან რთულია, როცა დაპყრობილი ხარ და დამპყრობიც ახერხებს შენი იდეალური მენტალიტეტი დაამახინჯოს. დღეს, როცა რაღაც ცუდად კეთდება, ამბობენ, რომ ეს ცუდი ქართული მენტალიტეტის ბრალია. მჯერა, ეს ქართული მენტალიტეტი კი არაა, რაღაც სიმახინჯეა, რომელიც უნდა მოვსპოთ და ამას ქართულ მენტალიტეთთან არაფერი აქვს საერთო.…ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სოლიდარობა გვქონოდეს ერთმანეთის მიმართ.…მე მიყვარს ჩემი თაობა და მინდა მათ რაღაც საოცრება მოახდინონ.
  მრავალ შობა-ახალ წელს, საქართველო!
ნანახია: 964 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz