ახალგაზრდა იურისტი -- TSU TIMES
ორშაბათი, 2024-04-29, 6:02 AM
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ჩვენი გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით თსუ -ში სასწავლო პროცესს?
სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო : 641
სტატისტიკა
მთავარი » 2008 » დეკემბერი » 25 » რა საჩუქარს უმზადებენ `ჩვენი ოფისის” მსახიობები მაყურებლებს საახალწლოდ?!
რა საჩუქარს უმზადებენ `ჩვენი ოფისის” მსახიობები მაყურებლებს საახალწლოდ?!
9:49 PM
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო დარჩა და სადღესასწაულო განწყობაც მატულობას. `Tsu times` დაინტერესდა, როგორია პოპულარული ადამიანების ახალი წელი. ჩვენი რესპონდენტები სერიალ `ჩვენი ოფისის~ მსახიობები, გიორგი კალანდარიშვილი და ანა სანაია, უკეთ მისახვედრად, დოლჩე და თეკლა, არიან.
_ თბილისში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა. ხალხი სადღესასწაულოდ ემზადება. `ჩვენი ოფისი~ როგორ ემზადება საახალწლოდ?
გიორგი კალანადრიშვილი: `ჩვენს ოფისში~ აუცილებლად იქნება საახალწლო სერია და ჩვენგან კიდევ ერთი საჩუქარი მაყურებლებს _ ახალი წლისთვის გამოვა მხატრული ფილმი "რაც ყველაზე ძალიან მიყვარს". პრემიერა რუსთაველის კინო თეატრშია დაგეგმილი. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, სახალისო და თბილი ფილმი.
_ თქვენ თვითონ როგორ ემზადებით ხოლმე ამ დღისთვის?
ანა სანაია:  საახალწლოდ სახლის მორთვა მიყვარს. როცა პატარა ვიყავი, უფრო დიდი სიხარულით ველოდი ახალ წელს. ახალ წელს სუფრას ვაწყობ, საჭმელებს ვაკეთებ-მეთქი რომ გითხრა, ტყუილი იქნება. წელს განსაკუთრებული ის არის, რომ ფილმს ვიღებთ საახალწლოს `ჩვენი ოფისის~ სამსახიობო შემადგენლობით. თითქმის ყოველ ღამე გადაღება გვაქვს და ძალიან დაღლილები, მაგრამ ბედნიერები ვართ. ამაზე დიდი ბედნიერება რა გინდა საახალწლო ფილმს ვიღებთ და ყოველი ახალი წელი ჩვენთან იქნება დაკავშირებული...
_ თოვლის ბაბუა თუ დადიოდა თქვენთან და ყველაზე მეტად რა საჩუქარი დაგამახსოვრდათ?
გიორგი კალანადრიშვილი:  ოოო, თოვლის ბაბუა ახლაც დადის ჩემთან და სულ ივლის. ყველა დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ყველანაირი საჩუქარი.
ანა სანაია: თოვლის ბაბუის არ მჯეროდა ბავშვობიდან. ჩემს მეგობრებთან რომ მოდიოდნენ თოვლის ბაბუის ფორმაში გადაცმული დედა ან მამა, ყოველთვის ვხვდებოდი და მეცინებოდა... დედაჩემი მჩუქნიდა საახალწო საჩუქრებს, ამიტომ ის არის ჩემი თოვლის ბაბუაც და სანტა-კლაუსიც და სნეგურაჩკაც...
_ წელს ყველზე მეტად რა საჩუქარი გაგიხარდებათ რომ მოგიტანოთ თოვლის ბაბუამ?
ანა სანაია: პარიზში ორკაციანი საგზური ძალიან გამიხადებოდა...
გიორგი კალანადრიშვილი:  არ მიფიქრია მაგაზე. მაჩუქონ და არაფერზე არ ვიტყვი უარს.
_ როგორი მეკვლეები ხართ, კარგი ფეხი გაქვთ?
გიორგი კალანადრიშვილი:  მეკვლე ვყოფილვარ და ამბობენ, რომ ძალიან კარგი ფეხი მაქვს. ვისთანაც ვყოფილვარ მეკვლედ, ყველას კარგი წელი ქონდა
ანა სანაია: ერთხელ ვიყავი, მე მგონი კარგი მეკვლე ვარ. კაი ფეხი მაქვს.. ერთი წელს უნდა ვცადო, კიდევ მივიდე მეკვლედ ვინმესთან.
_ სად ხვდებით ხოლმე ახალ წელს და წელს როგორ აპირებთ ამ დღის აღნიშვნას?
გიორგი კალანადრიშვილი:  ძირითადად ოჯახთან ერთად ვხვდები ახალ წელს და მერე მეგობრები მივდივართ ხოლმე სადმე გასართობად. წელს ვაპირებ ჩემს შვილთან, თორნიკესთან, და ცოლთან ერთად გავატარო ახალი წელი, არანაირი მეგობრები, მარტო ჩვენ და თოვლის ბაბუა.
ანა სანაია: მეც სახლში ვხვდები ოჯახის წევრებთან, მერე გავდივარ მეგობრებთან ან სულაც ვიძინებ. ისეთი დაღლილი ვარ ხოლმე ამ დროისთვის. წელს, ალბათ, ამ საახალწლო ფილმის პრეზეტაციით ვიქნები დაკავებული საინტერესო ახალი წელი მელის წინ. წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი
_ როგორი წელი იყო გასული 2088 წელი თქვენთვის და რას ელოდებით მომავალი წლისგან?
გიორგი კანადარიშვილი: ძალიან კარგი წელი იყო. შვილი შემეძინა და ამაზე მეტი რაღა უნდა მომხდარიყო?! 2009 წლისგან ველი რუსების გასვლას და ჩვენი ქვეყნის წარმატებას.   
ანა სანაია: ძალიან კარგი წლი იყო. ვირთხის წელს ვარ დაბადებული და ეს წელიც, კარგი წელი მქონდა. ერთი ეგაა, რომ ომი იყო და ძალიან ვინერვიულე. იმედი მაქვს, დამდეგი ახალიც წელიც ბედნიერების მომტანი იქნება ჩემთვის და მთელის საქართველოსთვის...
მომავალი წლისგან ველოდები სიხარულს, სიყვარულს... სერიალის გაგრძელებას, რაც მთავარია მშვიდობას. იმედია, ბედნიერების მომტანი იქნება ხარის წელიწადი ჩვენთვის.

ნანახია: 1193 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2008  »
ორ.სამოთ.ხუთ.პარ.შაბ.კვ.
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024 ჰოსტერი uCoz